მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების კომერციული მიზნით გაქირავების გადასახადი 5%-მდე უნდა შემცირდეს - საკანონმდებლო ინიციატივა

ბინა

პარლამენტში, "ევროოპტიმისტების" ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივით, ქონების კომერციული მიზნით გაქირავება, ან იჯარით გადაცემა ფიზიკური პირების შემთხვევაში 20%-ის ნაცვლად 5% უნდა იბეგრებოდეს.

გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ბიზნესისთვის მიქირავებული ფართის საფასური ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ის, ფიზიკური პირისთვის მიქირავების/იჯარით გაცემის შემთხვევაშია, ანუ 5%. კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ რეალურად ეს ზრდის ბიუჯეტში შეტანილ თანხას, რადგან ბიზნესი ადეკვატური გადასახადის შემთხვევაში ლეგალური ხდება და ადამიანები იწყებენ ხელშეკრულებების გაფორმებას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შედეგად ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავებისას, მიღებული
შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად 20 პროცენტისა. ხუთი პროცენტით დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ამცირებს დაბეგვრის განაკვეთს ფიზიკურ პირთა
მიმართ, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია მათთვის. ანალოგიური შეღავათი გავრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით გადაცემისას მისაღებ შემოსავალზე.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლში.

კანონპროექტის გავლენის ნაწილში წერია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 4.3
მილიონი ლარით. რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით, რომ ფიზიკურ პირთა მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნახევარს შეადგენს ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან გადახდილი გადასახადი.

ცვლილებები დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განიხილეს, თუმცა მხარი არ დაუჭრეს. მიზეზად კი, ბიუჯეტისთვის სამომავლოდ ნაკლები შემოსავლის მიღება დასახელდა.

კანონის პროექტის განხილვა კი, წამყვან საფინანსო საბიუჯეტო და იურიდიულ კომიტეტებზე გაგრძელდება.

ინიციატივა " ევრო ოპტიმისტებს" ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძეს ეკუთვნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები