მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეროვნული ბანკის თავმჯდომარეობის პოტენციური კანდიდატის შერჩევა - რომან გოცირიძე

648c6fc80b142
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.23 18:32
693
სტატიაში საუბარია:
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტ აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტუნარიანი, ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პოტენციური კანდიდატის შერჩევა ვერ შეძლო და ფაქტობრივად ხელები დაიბანა.

რომან გოცირიძე თვლის, რომ პარლამენტი სებ-ის საბჭოს წევრობის ამ კანდიდატურებს ან არ განიხილავს, ან ჩააგდებს.

„სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი წარადგინა. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო კონკურენტუნარიანი, ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პოტენციური კანდიდატის შერჩევა და ფაქტობრივად ხელები დაიბანა. წარმოდგენილი პირები მხოლოდ საბჭოს რიგით წევრებად შეიძლება მოვიაზროთ.

დიდი ალბათობით, სანამ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, ამ კანდიდატებს პარლამენტი არც კი განიხილავს, ან ჩააგდებს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა“, - წელს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები 10 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, თუმცა მას შემდეგ საკითხი შეჩერდა და რამდენიმეკვირიანი სიჩუმის შემდეგ მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომ პარტია „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევდა.

მმართველმა პარტიამ მიზეზად საქართველოს პრეზიდენტის უარი დაასახელა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე თქვა.

მმართველი პარტიის საპასუხოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ იყო ეჭვი, რომ ლაშა ხუციშვილი დამოუკიდებელი არ იქნებოდა, რადგან მმართველი პარტია მის მიმართ მიკერძოებულობას იჩენდა.

საბოლოოდ, საკითხზე ასეთი შედეგი დადგა: პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ხოლო პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა.

რაც შეეხება კანონს და მასზე დადებულ/დაძლეულ ვეტოს, ცვლილებების სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები