მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ გაგაფრთხილათ ლონდონის ბირჟამ... თქვენ გაგაფრთხილებთ დღეს ლარი" - გოცირიძე "ოცნების" დეპუტატებს

დეპუტატი

საპარლამენტო ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მხარდაჭერამდე, ღილაკზე თითის დაჭერამდე საკუთარ გულისთქმას მოუსმინონ. დაფიქრდნენ იმაზე, ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით რას ეტყოდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები.

„დღეს ცოტა დრო კიდევ გაქვთ. ეს 85 ადამიანი, რომლებიც საკუთარ წვენში იხარშებით და ვერ იხედებით ამ დარბაზის გარეთ, რადგან იქიდან თქვენ მიმართ სიძულვილის კორიანტელი მოდის, ერთმანეთს ამხნევებთ, იცით, რომ საშინელებას ჩადიხართ. 10 კაცია საჭირო, 10 ხმა თუ დააკლდება დღეს ეს ადამიანები გადაირჩენენ საკუთარ რეპუტაციას და შეუძლიათ პატიოსანი სინდისით შევიდნენ საკუთარ ოჯახებში. სანამ ხელს დააჭერთ საკუთარ გულისთქმას დაუგდეთ ყური და ჰკითხეთ, რას გეტყოდათ თქვენი მეზობელი, თქვენი მეგობარი, დიდად რელიგიურები რომ ხართ, თქვენი მოძღვარი, თქვენი შვილი და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება“, - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატების რომან გოცირიძემ.

უმცირესობის წევრი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ახსენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართველმა ახალგაზრდებმა ისინი გააფრთხილეს, რომ ეს კანონი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა. ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შესახებ კი მესამე მოსმენით კანონის მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე ფასის კლებამ და ლარის გაუფასურებამ მისცათ შეტყობინება. რომან გოცირიძე პროგნოზირებს, რომ დღეს ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ლარი კვლავ მისცემს გამაფრთხილებელ ნიშანს.

„შოთა რუსთაველის სიტყვებია: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. თქვენ საკუთარი თავის მტრები ხართ, მაგრამ თქვენი მტრობით, თქვენი ღალატით მტრობთ ქვეყანას. თქვენ დღეს ქვეყნის მიმართულებას ცვლით. დღეს გაფორმდება სამართლებრივად, ბიძინა ივანიშვილის მიერ აი, აქ [პარლამენტის წინ 29 აპრილის] მიტინგზე გაკეთებული განცხადებები, მისი ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთის სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. თქვენ ებრძვით მეგობრებს, თქვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი არიან, გამოაცხადეთ მტრებად და თქვენ მეგობრად გამოაცხადეთ პირსისხლიანი რუსეთის რეჟიმი. თქვენ დაკარგეთ ყველა მეგობარი. ბოლო მეგობარიც კი - უნგრელი ჩინოვნიკების სახით, როდესაც უნგრეთის წარმომადგენელს საშინელი ცილი დასწამა პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ადამიანმა. თქვენ გაფრთხილებთ ყველა - საერთაშორისო თანამეგობრობა, ახალგაზრდები ქუჩაში, გაგაფრთხილათ ლონდონის ბირჟამ, რომელმაც გითხრათ, რომ ეკონომიკა ჩამოგენგრევათ თუ ამ კანონის გაფორმებით და ღალატის გზას დაადგებით, 25%-ით გაუფასურდა ქართული კომპანიების აქციები მაისიდან დღემდე. თქვენ გაგაფრთხილათ ლარმა. კანონის მიღების დღესვე დაეცა ლარი და 60 მლნ დოლარის ინტერვენციის განხორციელება მოუწია ეროვნულ ბანკს, რაც აპრილში რეზერვები აგროვა ერთ დღეში მიაყარა და დაკარგა. დღეს ასევე ლარი გაგაფრთხილებთ, დღესაც როგორც კი ამ ღილაკს დააჭერთ ხელს, 85 ადამიანი, რომელსაც ელემენტარული ნებელობა არ აქვს იმ ერთ ახირებულ და არაადეკვატურ ადამიანს შეეწინააღმდეგოს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, ლარის გასაჩერებლად ეროვნულ ბანკს ათეულობით მილიონი ფულის დახარჯვა მოუწევს.

თქვენ გაგაფრთხილათ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, რომელიც ახლა ყოველ გამოსვლაზე კომენტარებს გვიკეთებთ და რეგლამენტს არღვევთ, ევროპის 6 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა, ვინ არ გაგაფრთხილათ. ერთი ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში არსებული ცხოველების გარდა, ყველანი გაფრთხილებთ და ის ცხოველებიც ახლა სირცხვილისგან იტანჯებიან. რა უნდა ჩამოგესმათ ციდან ღმერთის ხმა თუ ასე გამოგაფხიზლებთ, მაგრამ ღმერთიც თქვენი მხრიდან ფარისევლობაა. დადიხართ და მარშირებთ, რაღაც სიწმინდის დღეს და სისულელეებს, რომ უჭერთ ვითომ მხარს და სინამდვილეში ძალადობას უჭერთ მხარს“, - მიმართა რომან გოცირიძემ „ოცნების“ დეპუტატებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სებ-მა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გამოიტანა, გაიყიდა $48.7 მილიონი,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები