მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ავტომობილებს ყიდულობენ ევროპელები ყველაზე ხშირად?

EU მანქანები

ავტომობილების წარმოება ევროკავშირის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ამ სფეროში არსებული კომპანიები მილიონობით ადამიანს ასაქმებენ, რომლებიც, თავის წილ, ქმნიან ავტომობილებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ, რაც ევროკავშირისთვის ასობით მილიარდის შემოსავალს უდრის. ევროპაში არაერთი საავტომობილო გიგანტი დაფუძნებულა, მათ შორის Mercedes-Benz-ი, Volkswagen-ი, Porsche, BMW და Stellantis-ი, რომელშიც რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ბრენდია გაეერთიანებული.

ამ კომპანიების მიერ წარმოებულ ავტომობილებს მთელ მსოფლიოში ვხვდებით, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ავტომობილებს ირჩევენ თავად ევროპელები? დღეს, JATO Dynamics-ის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ რეიტინგს გაგაცნობთ, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში ყველაზე მეტჯერ გაყიდულ ავტომობილებს აერთიანებს.

1 — Dacia Sandero

ქვეყანა: რუმინეთი
რაოდენობა: 268,101
წლიური ზრდა: +14%

2 — Renault Clio

ქვეყანა: საფრანგეთი
რაოდენობა: 216,317
წლიური ზრდა: +7%

3 — Volkswagen Golf

ქვეყანა: გერმანია
რაოდენობა: 215,715
წლიური ზრდა: +17%

4 — Tesla Model Y

ქვეყანა: აშშ
რაოდენობა: 209,214
წლიური ზრდა: -17%

5 — Volkswagen T-Roc

ქვეყანა: გერმანია
რაოდენობა: 202,840
წლიური ზრდა: -1%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები