მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ევროპულ ქვეყანაშია მოსახლეობა ყველაზე მდიდარი?

ევროკავშირი

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა განაპირობებს.

ევროკავშირი სათავეს ჯერ კიდევ 1951 წლიდან იღებს, თუმცა თანამედროვე სახით ის 1993 წელს შეიქმნა. მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გაერთიანებამ ევროპის რეგიონს მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება მოუტანა, ეს ყველაფერი მკაფიოდ ჩანს რიცხვებშიც, რადგან პლანეტის ყველაზე განვითარებული ქვეყნების სიაში სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ლიდერობენ.

ამჯერად, ევროპის უმდიდრესი სახელმწიფოს რეიტინგს შემოგთავაზებთ, მათი თანმიმდევრობა კი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვითაა შედგენილი:

1. ლუქსემბურგი: $131,384
2. ირლანდია: $106,059
3. დანია: $68,898
4. ნიდერლანდები: $63,750
5. ავსტრია: $59,225
6. შვედეთი: $58,529
7. ბელგია: $55,536
8. ფინეთი: $55,127
9. გერმანია: $54,291
10. საფრანგეთი: $47,359

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები