მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კომპანიებს შემოაქვთ საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ნავთობი?

62bb203381a7f
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.22 00:00
4521
2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494,538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 7%-ით არის მომატებული.

საქსტატის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც იანვარ-მაისში საქართველომ $124.3 მილიონის ღირებულების 138,663 ტონა საწვავი შეიძინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის ღირებულება 148%-ით, იმპორტის მოცულობა კი 45%-ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით რუსეთი საწვავის იმპორტში #1 ადგილს იკავებს.

ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - 138,663 ათასი ტონა, იმპორტის 28%;
2. რუმინეთი - 103,889 ათასი ტონა, იმპორტის 21%;
3. თურქმენეთი - 85,389 ათასი ტონა, იმპორტის 16.5%;
4. ბულგარეთი - 76,409 ათასი ტონა, იმპორტის 15.5%;
5. აზერბაიჯანი - 56,507 ათასი ტონა, იმპორტის 9.7%.

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო. სავარაუდოდ სწორედ ხელმისაწვდომი ფასის გამო, ბიზნესმა რუსეთიდან და თურქმენეთიდან იმპორტი გაზარდა. მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით გაიზარდა და მან $50 მილიონს მიაღწია. ეს ამ პერიოდში იმპორტის მოცულობის 46% იყო.

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთიდან ყველაზე მეტ ნავთობს ყიდულობენ. ოფიციალური უწყებიდან მიღებულ პასუხში წარმოდგენილია 10 კომპანია (არარიგითობით), რომლებმაც რუსეთიდან ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს. სიაში შემავალი კომპანიების ნაწილი ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელს ფლობს, ნაწილი კი ძირითადად საწვავით საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული.

ტოპ 10 კომპანია, რომლებმაც აპრილის განმავლობაში ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):

● სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
● შპს "ლაგუნა"
● შპს არაგვი იმპექსი
● შპს იბეროილი
● შპს ლუქს ოილი
● შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია
● შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
● შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
● შპს ქეი ვოშ
● შპს ჯეორჯიან როუტ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები