მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები ზაფხულის სეზონზე? - Turebi.ge-ს სტატისტიკა

648839af1e2fe
ნინი ლონგურაშვილი
14.06.23 09:31
1519

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანები მოგზაურობის დაგეგმვას იწყებენ. მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულ სამოგზაურო მიმართულებებს შორის წელს ძირითადი აქცენტი საზღვაო კურორტებზე კეთდება.

Turebi.ge-ის დამფუძნებელი, ნიკა გოგოლაძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ქართველი დამსვენებლების უმეტესობა, 2023 წლის ზაფხულშიც, ტრადიციულ მიმართულება თურქეთზე აკეთებს არჩევანს.

“იმ მომხმარებლების უმეტესობა - 15%, რომლებიც საკურორტო ზონებში მოგზაურობენ და ძირითადად პაკეტურ ტურებს იყენებენ, თურქეთს ირჩევს, 12% იტალიის მიმართულებით გეგმავს მოგზაურობას, კვიპროსში და საბერძნეთში, დამსვენებლების 10% გეგმავს ზაფხულის გატარებას, ეგვიპტესა და ესპანეთზე კი 7% მოდის. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს - არაბეთი, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი და საფრანგეთი - აქ 5%-იანი მაჩვენებლებია.

გასულ წლებთან შედარებით სურათი შეცვლილია, შარშან უფრო მეტად აქტიური იყო თურქეთი, ახლა გაზრდილია საბერძნეთის მიმართულება, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლებით, პროცენტულად მაინც თურქეთის მხარე ლიდერობს. ასევე, შეცვლილია იტალიაში დასვენების მიმართულებაც, თუ ადრე რომს და სხვა ქალაქებს, შემეცნებითი ტურებისთვის ირჩევდნენ, ახლა საზღვაო მიმართულებაა აქტუალური. ნეაპოლიდან პალერმომდე ეს რეგიონი, სრულად ათვისებული და დატვირთულია", - აღნიშნავს ნიკა გოგოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები