მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქუჩებზეა ნებადართული ტაქსებისთვის „ბასლეინის“ გადაკვეთა?

642d3d6b350d6
სალომე ხიდურელი
05.04.23 13:24
596
1-ლი აპრილიდან ტაქსების რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს, მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. „ბასლეინში“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები: ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი. მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია.

ცნობისთვის, ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე:

მოსკოვის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა,ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი, ქეთევან დედოფლის გამზირი, გრიგოლ ორბელიანის მოედანი, რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავას ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, ანა კალანდაძის ქუჩა, პეკინის გამზირი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, სანდრო ეულის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, მირიან მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა.

გარდა ამისა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია.

„უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები