მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე ნიჭიერი ადამიანები? - გლობალური ნიჭის კონკურენტუნარიანობის ინდექსი

მსოფლიო ნიჭი

2023 წლის გლობალური ნიჭის კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, რომელსაც ბიზნეს სკოლა INSEAD აქვეყნებს, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები შვეიცარიაში ცხოვრობენ - ევროპული ქვეყანა რეიტინგის პირველ პოზიციას ზედიზედ მეათე წელია იკავებს.

ანგარიშის თანახმად, შვეიცარია სოციალური დაცვის მაღალი დონითა და ბუნებრივი გარემოს ხარისხით გამოირჩევა. შვეიცარიამ 100-დან 78.96 ქულა მოიპოვა.

რეიტინგის მეორე ადგილს, 77.11 ქულით, სინგაპური იკავებს, რომელსაც ინდექსის მაღალი ქულა განათლებული სამუშაო ძალისა და ინოვაციური ეკონომიკის გამო მიენიჭა. რაც შეეხება მესამე ადგილს, მას აშშ 76.60 ქულით იკავებს, რომელიც 2022 წლის შემდეგ ერთი პოზიციით დაწინაურდა.

ყოველწლიური ანგარიში 134 ქვეყნის შედეგებს აფასებს და ზომავს, როგორ იზიდავს, ავითარებს და ინარჩუნებს ესა თუ ის ქვეყანა თავიანთ ტალანტს. აღსანიშნავია, რომ TOP 10 ქვეყანა ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებენ რეიტინგში თავიანთ ადგილს.

ნიჭის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის TOP 15 ქვეყანა:

  1. შვეიცარია
  2. სინგაპური
  3. აშშ
  4. დანია
  5. ნიდერლანდები
  6. ფინეთი
  7. ნორვეგია
  8. ავსტრალია
  9. შვედეთი
  10. გაერთიანებული სამეფო
  11. ლუქსემბურგი
  12. ირლანდია
  13. კანადა
  14. გერმანია
  15. ისლანდია

რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს, სამხრეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის რეგიონში კი რიგით მე-6 ადგილზეა და 100 ქულიდან 50.25 ქულითაა შეფასებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები