მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე დიდი ვალი?

ფული

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი 107.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გლობალური სახელმწიფო ვალის 1/3-ზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

როგორც წესი, ყველაზე დიდი ვალი განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ და ეს ქვეყნები საგარეო ვალს ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად იყენებენ. თავისი არსით, ვალი არც კარგია და არც ცუდი - ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას განვითარების საშუალებას აძლევს; კორუფციის და მითვისების შემთხვევაში კი, საგარეო ვალს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის და ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეუძლია.

ქვეყნების სია, რომელთაც ყველაზე დიდი ვალი აქვს, ასე გამოიყურება:

1. აშშ - $37 ტრლნ

2. ჩინეთი - $15 ტრლნ

3. იაპონია - $10.5 ტრლნ

4. დიდი ბრიტანეთი - $3.5 ტრლნ

5. საფრანგეთი - $3.4 ტრლნ

6. იტალია - $3.1 ტრლნ

7. ინდოეთი - $3.0 ტრლნ

8. გერმანია - $2.8 ტრლნ

9. კანადა - $2.3 ტრლნ

10. ბრაზილია - $1.8 ტრლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები