მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე დიდი ვალი?

ფული

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი 111 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გლობალური სახელმწიფო ვალის 1/3-ზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

როგორც წესი, ყველაზე დიდი ვალი განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ და ეს ქვეყნები საგარეო ვალს ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად იყენებენ. თავისი არსით, ვალი არც კარგია და არც ცუდი - ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას განვითარების საშუალებას აძლევს; კორუფციის და მითვისების შემთხვევაში კი, საგარეო ვალს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის და ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეუძლია.

იმ ქვეყნების სია, რომელთაც ყველაზე დიდი ვალი აქვს, ასე გამოიყურება:

1. აშშ - $38.3 ტრლნ

2. ჩინეთი - $18.7 ტრლნ

3. იაპონია - $9.8 ტრლნ

4. დიდი ბრიტანეთი - $4.1 ტრლნ

5. საფრანგეთი - $3.9 ტრლნ

6. იტალია - $3.5 ტრლნ

7. ინდოეთი - $3.4 ტრლნ

8. გერმანია - $3.3 ტრლნ

9. კანადა - $2.6 ტრლნ

10. ბრაზილია - $2.0 ტრლნ


შედარებისთვის, საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა $12.8 მილიარდს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ის 34.2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები