მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში აწარმოებენ ყველაზე მეტ კაკაოს?

კაკაო

მსოფლიოში, კაკაოს ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნების უმეტესობა დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს. 2022 წელს, წარმოების სრულმა მოცულობამ 3 მილიონ 900 ათასი ტონა შეადგინა. მაგალითად, კოტდივუარში დაახლოებით ერთი მილიონი კაკაოს მწარმოებელი ისეთ კომპანიებს ამარაგებს როგორიც Nestlé, Mars და Hershey-ია.

მსოფლიო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი კაკაო მოჰყავთ.

მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელი - დასავლეთ აფრიკაში მდებარე კოტ დ'ივუარია. ქვეყნის წარმოებამ 2 მილიონ 200 ათასი ტონა შეადგინა, ეს რიცხვი გლობალური წარმოების მთლიანი რაოდენობის მესამედია. სხვადასხვა მიზეზის გამო, კაკაოთი ვაჭრობა კოტ დ’ივუარსა და ზოგადად დასავლეთ აფრიკაში საკამათო იყო. ხშირად ფერმერები შოკოლადის ფილაზე საცალო ფასის დაახლოებით 5%-ს იღებენ და ყოველ დღე 1,20 დოლარს გამოიმუშავებენ.

დასავლეთ აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კაკაოს ყველაზე დიდი მოცულობით აწარმოებენ - განაა. ქვეყნის წარმოება 1 მილიონ 100 ათასს ტონას აღწევს.

მესამე უმსხვილესი მწარმოებელი ინდონეზიაა. წლიურად 667 ათასი ტონა კაკაოს წარმოებით. ინდონეზიური კაკაოს ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნები კი აშშ, მალაიზია და სინგაპურია. ქვეყნის წარმოების 95% მცირე ფერმერებზე მოდის. ისინი პროცესში არაერთ გამოწვევას აწყდებიან. პრობლემებს შორის დაბალი ანაზღაურება და კლიმატის ცვლილებები სახელდება, რაც კაკაოს მოსავალზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზია ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, წლიდან წლამდე ქვეყნის პროდუქტიულობა კაკაოს წარმოებაში მცირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი დაბერებული ხეებია.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე ეკვადორია. სამხრეთ ამერიკაში მდებარე ქვეყანა დაახლოებით 337 ათას ტონა კაკაოს აწარმოებს. 1900-იანი წლების დასაწყისში, ეკვადორი კაკაოს ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა იყო, თუმცა მცენარეების დაავადებამ და გლობალურ ბაზარზე ცვლილებებმა ქვეყნის პოზიციები შეასუსტა. დღეს ეკვადორი ცნობილია მაღალი ხარისხის შოკოლადის წარმოებით და კაკაოს ფერმებით, რომელთა უმეტესობა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მდებარეობს.

მეხუთე და მეექვსე პოზიციას კამერუნი (300) და ნიგერია (280) იკავებენ. მათი წარმოების მოცულობა ჯამში - 580 000 ტონას შეადგენს. ათეულში ხვდება ბრაზილია - 274 000 ტონა კაკაოს წარმოებით, პერუ 171 000 ტონით და დომინიკის რესპუბლიკა - ჯამში 76 ათასი ტონა პროდუქტით.

ჯამში კაკაოს გლობალურმა წარმოებამ 6.5 მილიონ ტონას მიაღწია, ამას კი ის მაღალი მოთხოვნა ამყარებს, რაც მსოფლიოში ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ბაზარი საშუალოდ ყოველწლიურად 3%-ით იზრდება.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები