მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში იზრდება ბიო ღვინოზე მოთხოვნა? - “ველინოს“ შეფასება

ველინო

საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე ბიო ღვინის მწარმოებელი მეღვინეობა „ველინოს“ დამფუძნებელი, ბექა ჯიმშელაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ზოგადად ბიო პროდუქტებზე, მათ შორის ბიო ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. მისი შეფასებით, ამის მიზეზი არაჯანსაღ გარემოში ნატურალური, სუფთა პროდუქტების მიღების მოთხოვნილებაა.

„ველინოს“ წარმოებული ბიოპროდუქციის სრულად ექსპორტზე, 13 ქვეყანაში - აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში გააქვს. აღსანიშნია, რომ მეღვინეობა ექსპორტს წლის ბოლომდე სამხრეთ კორეაში გეგმავს.

"მეღვინეობის საექსპორტო ბაზრებიდან, ბიო ღვინოზე ყველაზე მოთხოვნადია კანადაში, ამასთან აშშ-ში. გარდა ამისა, ძალიან მაღალი ტენდენცია ფიქსირდება იაპონიის ბაზარზეც, სადაც ბიო ღვინის ექსპორტი ამ ეტაპზე მცირე რაოდენობით ხდება", - განმარტავს ბექა ჯიმშელაძე.

ინფორმაციისთვის, „ველინო“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს შვიდი სახის ბიოღვინოს სთავაზობს. მეღვინეობაში წელიწადში 20 000 ბოთლ ღვინოს ასხამენ, თუმცა „ველინო“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები