მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში ჯდება ტაქსით გადაადგილება ყველაზე ძვირი/იაფი და სად არის საქართველო?

ტაქსი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც გლობალურად სამომხმარებლო ფასების, უძრავი ქონების ფასებისა და საარსებო მინიმუმის შესახებ აგროვებს მონაცემებს, ქვეყნების მიხედვით ტაქსის სერვისის ტარიფებს აქვეყნებს.

რეიტინგში მოცემულია მსოფლიოს 97 ქვეყანაში ტაქსით გადაადგილების ღირებულება, სტანდარტული ტარიფით 1 კმ-ზე.

აღმოჩნდა, რომ ტაქსით სარგებლობა ყველაზე ძვირი, კმ-ზე €4-ზე მეტი მხოლოდ შვეიცარიაში ჯდება. მეორე ადგილს ლუქსემბურგი იკავებს კმ-ზე €3.30-იანი ტარიფით, ხოლო სამეულს ალბანეთი ხურავს, სადაც ტაქსით გადაადგილება 1 კმ-ზე საშუალოდ €3 ჯდება.

TOP 10 ქვეყანა, სადაც ტაქსის სერვისით სარგებლობა ყველაზე ძვირი ჯდება:

1. შვეიცარია 4.14 €
2. ლუქსემბურგი 3.30 €
3. ალბანეთი 3.05 €
4. ქუვეითი 2.98 €
5. ვენესუელა 2.74 €
6. იაპონია 2.69 €
7. ბელგია 2.45 €
8. ნიდერლანდები 2.40 €
9. მავრიკი 2.40 €
10. გერმანია 2.12 €

TOP 10 ქვეყანა, სადაც ტაქსის სერვისით სარგებლობა ყველაზე იაფი ჯდება:

1. ფილიპინები 0.24 €
2. უკრაინა 0.27 €
3. ინდოეთი 0.27 €
4. ირანი 0.27 €
5. უზბეკეთი 0.27 €
6. ბელარუსი 0.28 €
7. ეგვიპტე 0.28 €
8. რუსეთი 0.28 €
9. ტუნისია 0.30 €
10. სომხეთი 0.31 €

რაც შეეხება საქართველოს, 97 ქვეყანას შორის ის 68-ე ადგილზეა. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში 1 კმ-ზე ტაქსით გადაადგილების ტარიფი €0.67 ანუ დაახლოებით ₾2-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები