მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებში მიმავალი სატრანზიტო ტრაილერები კვეთენ საქართველოს - სტატისტიკა

ტრაილერები

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით სულ 229,000 ტრაილერი გადაადგილდა. ტრანზიტის ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია და ის ძირითადად თურქეთისკენ და აზერბაიჯანისკენ მიმავალი ტრანზიტის შემცირებას უკავშირდება, თუმცა სანაცვლოდ გაზრდილია ტრანზიტი სომხეთის მიმართულებით.

თითოეული სატრანზიტო ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთის ნებართვისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის მოსაკრებელს ყიდულობს, საიდანაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი შევიდა. ეს თანხა წლიურად 4%-ით არის შემცირებული.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ყველაზე მეტი სატრანზიტო ტრაილერი სომხეთის მიმართულებით კვეთს. 2025 წლის პირველ ნახევარში სომხეთის მიმართულებით სულ 57,500 ტრაილერი გადაადგილდა, მეორე პოზიციაზეა აზერბაიჯანი, რომლის მიმართულებითაც 38,602 ტრაილერი გადაადგილდა, მესამეზე კი თურქეთი, რომელიც საქართველოზე გამავალი 37,000 ტრაილერის დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენდა.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა დანიშნულების ქვეყნების მიხედვით:

# დანიშნულების ქვეყანა რაოდენობა ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 სომხეთი 57,522 ტრაილერი; 2%
2 აზერბაიჯანი 38,602 ტრაილერი; -2%
3 თურქეთი 37,279 ტრაილერი; -16%
4 რუსეთი 31,229 ტრაილერი; -17%
5 ყაზახეთი 16,136 ტრაილერი; 1%
6 თურქმენეთი 9,002 ტრაილერი; 32%
7 უკრაინა 8,963 ტრაილერი; 145%
8 უზბეკეთი 6,873 ტრაილერი; -4%
9 შვეიცარია 2,783 ტრაილერი; -43%
10 არაბ. გაერთ საამიროები 1,590 ტრაილერი; -67%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები