მსოფლიოს მასშტაბით საშუალო ხელფასის მოცულობა მკვეთრად განსხვავებულია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სოციალურ წყობილებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, მოქალაქეები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში იღებენ, სადაც კეთილდღეობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
უნდა აღინიშნოს, რომ საფინანსო, სადაზღვევო, მრეწველობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საცალო გაყიდვებისა და განათლების სექტორებში საშუალო ხელფასები მსოფლიოს მასშტაბით უფრო მაღალია, ვიდრე ადმინისტრაციული რესურსების, სტუმარმასპინძლობის და სამშენებლო სექტორებში.
სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ხელფასების შედარებისას, ინფლაციის დონეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რაც მსყიდველუნარიანობაზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ყველაზე სწორ მეთოდოლოგიად PPP პარიტეტის გამოყენება ითვლება, რომელიც ქვეყანაში არსებული ვალუტის მსყიდველობით უნარს ზომავს და არც მის ნომინალურ მოცულობას.
ამჯერად გთავაზობთ იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია:
1. ლუქსემბურგი
წლიური შემოსავალი: $78,000
მშპ: $88.5 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $131,000
2. აშშ
წლიური შემოსავალი: $77,463
მშპ: $28.8 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $85,000
3. შვეიცარია
წლიური შემოსავალი: $72,993
მშპ: $938.5 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $105,000
4. ბელგია
წლიური შემოსავალი: $64,848
მშპ: $655.2 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $55,500
5. დანია
წლიური შემოსავალი: $64,127
მშპ: $410.1 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $69,000
საქართველო
წლიური შემოსავალი: $8,500
მშპ: $8.8 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $32,800