მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ რეგიონებში იყო სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი/დაბალი?

განთავსება

PMC კვლევითი ცენტრის ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში, ოქტომბერში სასტუმროებში განთავსების საშუალო ღირებულება როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში შემცირდა.

სექტემბერთან შედარებით სასტუმროს ფასების ინდექსი 11.3%-ით, ხოლო წლიურად 11.1%-ით შემცირდა.

რეგიონების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ოქტომბერში სასტუმროების ყველაზე მაღალი ფასი სამეგრელო-ზემო სვანეთში (-2.6%) დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (-25.0%) იყო.

წლიურ ჭრილში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.7%-ით შემცირდა. ამ პერიოდში განთავსების ყველაზე მაღალი ღირებულება ქვემო ქართლში (26.0%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-18.3%) იყო.

მიმოხილვის ავტორების მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 237 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 118 ლარი იყო.

5-ვარსკვლავიან სასტუმროების შემთხვევაში კი განთავსების საშუალო ღირებულება ოქტომბერში 411 ლარი იყო. ამასთან, თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 562 ლარი, გურიაში - 530 ლარი, კახეთში - 517 ლარი, ხოლო აჭარაში - 319 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები