მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ რეგიონში აიცრა ყველაზე მეტი ადამიანი?

611cc449963ae
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 13:00
2853
18 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო 857 056 აცრაა ჩატარებული, ხოლო უშუალოდ 17 აგვისტოს 25 241 პირი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბოლო 24 საათში რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციის სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანი თბილისსა და აჭარაშია აცრილი. აცრილთა რაოდენობები თითოეულ რეგიონში ასეთია: თბილისი - 10 319; აჭარა - 3 368; იმერეთი 3 091; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 980; შიდა ქართლი - 1 683; კახეთი - 1 510; ქვემო ქართლი - 1 086; გურია - 703; მცხეთა-მთიანეთი - 520; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სავენთი - 375.



შედეგად, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 251 447, ხოლო ერთჯერადად 605 609 ადამიანი.

საქართველოში კორონავრუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: ასტრა-ზენეკა, ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები