მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სამ კომპანიას მიანიჭა მთავრობამ საერთაშორისო სტატუსი? - განკარგულება

საერთაშორისო კომპანია

ირაკლი კობახიძის 8 აპრილის განკარგულებების მიხედვით 3 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

საუბარია შპს პანჯეა ჯორჯია-ზე, შპს ვებიზ ფლეისა და შპს აიდი კონსალტინგზე.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორი კომპანია ისრაელურია, ერთი კი საქართველოშია რეგისტრირებული.

შპს პანჯეა ჯორჯია 2022 წლის 2 მარტს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს ისრაელური შპს პანჯეა ნ.გ.უ. ფლობს.

შპს ვებიზ ფლეისა 2018 წლის 15 მაისს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს ისრაელური Webiz Systems LTD ფლობს.

შპს აიდი კონსალტინგი კი 2021 წლის 21 სექტემბერსაა დარეგისტრირებული. წილის 100%-ს იოსებ ძმანაშვილი ფლობს.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები