მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო საქართველოში რუსული ინვესტიცია III კვარტალში?

6399eb10c490f
თელარა გელანტია
14.12.22 23:55
1206
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში რუსული ინვესტიციები გაორმაგდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში რუსეთიდან $41.8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122%-ით მეტია.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო უძრავი ქონების სექტორში - კერძოდ, 29 მილიონი დოლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ამ სექტორში მოიაზრება როგორც ოპერაციები უძრავი ქონებით, ასევე იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა. გარდა უძრავი ქონებისა, საქსტატის ცნობით, რუსული ინვესტიცია ჩაიდო საფინანსო სექტორში, რაც მოიცავს როოგრც საბანკო, ისე მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციებში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს. სამეულშია მშენებლობის სექტორიც - დაახლოებით, 3.5 მილიონი დოლარით.



რაც შეეხება იმას, რომელ კომპანიებში ჩაიდო რუსული ინვესტიციები მესამე კვარტალში, BMG-მ საქსტატიდან TOP-ათეული გამოითხოვა, რომელიც რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.



საქსტატიდან მიღებული მონაცემების დამუშავებისას, BMG-მ ბიზნესრეესტრში კომპანიების დაფუძნების თარიღი და მფლობელები გადაამოწმა. როგორც ირკვევა, უმრავლესობა ახალი არაა ანუ 2022 წელს არაა რეგისტრირებული. აღსანიშნია ისიც, რომ მესაკუთრეები ძირითადად არიან ქართველები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ ან კიდევ საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები არიან. მაგალითად, შპს „სავაჭრო ცენტრი ბაგრატიონზე“ - 90%-ის მფლობელია წარმოშობით ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე ლევან რამიშვილი; შპს „წერეთელი ვაინ ენდ სფირითს“ 2016 წელსაა დაფუძნებული - ამ შემთხვევაშიც მფლობელია ასევე ქართველი, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე; TOP-ინვესტორ კომპანიებში, სადაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია ჩაიდო, გვხვდება „შპს კ და ქართული სპირტიც“ - ეს არის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფ "ბოლერო და კომპანიში" შემავალი კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები