საქართველოში ბიზნეს სესხებს შორის პირველ ადგილზე კვლავ უძრავი ქონების დეველოპმენტია. 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, ამ სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 4.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 68 მილიარდი ლარის 6.3%-ია.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წლიური ზრდა 22%-ია და პორტფელის ზომა ბოლო ერთ წელში 722 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
სექტორებს შორის მეორე პოზიციაზეა სერვისების სექტორი - 4 მილიარდი ლარით. ამ სექტორში კრედიტების ზომა წლიურად 26%-ით, ანუ 832 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 3.6 მილიარდი ლარით მესამე ადგილს სოფლის მეურნეობის სფერო იკავებს, სადაც დაკრედიტება ბოლო ერთ წელში 10%-ით, ანუ 320 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ტურიზმის, კერძოდ კი სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის დაკრედიტება კი 3.3 მილიარდ ლარზეა, ამ სფეროში გაცემული კრედიტების მოცულობა წლიურად მხოლოდ 3%-ით არის მომატებული. ენერგეტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი კი 8%-ით, 2.4 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი.
| # | სექტორი | პორტფელის ზომა 2025 წლის ივლისის მდგომარეობით | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | უძრავი ქონების დეველოპმენტი | 4.3 მილიარდი ლარი; | 20% |
| 2 | სერვისი | 4.0 მილიარდი ლარი; | 26% |
| 3 | სოფლის მეურნეობის სექტორი | 3.6 მილიარდი ლარი; | 10% |
| 4 | უძრავი ქონების მენეჯმენტი | 3.6 მილიარდი ლარი; | 18% |
| 5 | სასტუმროები და ტურიზმი | 3.3 მილიარდი ლარი; | 3% |
| 6 | ენერგეტიკა | 2.4 მილიარდი ლარი; | 8% |
| 7 | სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2.4 მილიარდი ლარი; | 33% |
| 8 | ვაჭრობა (სხვა) | 2.3 მილიარდი ლარი; | 8% |
| 9 | სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2.2 მილიარდი ლარი; | 6% |
| 10 | სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1.8 მილიარდი ლარი; | 18% |
| 11 | ჯანდაცვა | 1.4 მილიარდი ლარი; | 11% |
| 12 | საფინანსო ინსტიტუტები | 1.2 მილიარდი ლარი; | 72% |
| 13 | სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 1.0 მილიარდი ლარი; | 12% |
| 14 | რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 928 მილიონი ლარი; | 15% |
| 15 | წარმოება (სხვა) | 898 მილიონი ლარი; | 18% |
| 16 | მძიმე მრეწველობა | 816 მილიონი ლარი; | -13% |
| 17 | ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 778 მილიონი ლარი; | 31% |
| 18 | ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 750 მილიონი ლარი; | 45% |
| 19 | მათ შორის: ექსპორტიორები | 712 მილიონი ლარი; | 6% |
| 20 | ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 674 მილიონი ლარი; | 12% |
| 21 | სხვა | 431 მილიონი ლარი; | 47% |
| 22 | ავტომობილების დილერები | 354 მილიონი ლარი; | 58% |
| 23 | ტელეკომუნიკაცია | 281 მილიონი ლარი; | 24% |
| 24 | საბითუმო ლომბარდი | 254 მილიონი ლარი; | 22% |
| 25 | ფარმაცევტიკა | 200 მილიონი ლარი; | 29% |
| 26 | ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 102 მილიონი ლარი; | 118% |
| 27 | სახელმწიფო ორგანიზაციები | 37 მილიონი ლარი; | -47% |




























