საქართველოს ბიზნეს ასოციაცია III კვარტლის BAG ინდექსის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 35%-მა დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიათა 91%-მა, რომლებმაც III კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება გაზარდეს, ხელფასები 0-20%-მდე გაზარდა. თანამშრომელთა ხელფასები 20-40%-ით გაზარდა კომპანიათა 6%-მა, 41-60%-მდე კი - მხოლოდ 3%-მა პროცენტმა.
არც ერთ გამოკითხულ კომპანიას დასაქმებულთა ანაზღაურება 61-100%-ით არ გაუზრდია.
რაც შეეხება ანაზღაურების ზრდის სექტორულ განაწილებას, 2023 წლის III კვარტალში ანაზღაურება ყველაზე მეტად ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში მოქმედმა კომპანიებმა გაზარდეს.
ანაზღაურება მშენებლობის სექტორში მოქმედ კომპანიათა 55%-მა, ვაჭრობის სექტორის 45%-მა, მომსახურების სექტორის - 25%-ს, ხოლო მრეწველობის სექტორის კომპანიათა 20%-მა გაზარდა.