საქართველოში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო კრედიტების მოცულობა 2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით 2.4 მილიარდ ლარს აღწევს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 245 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული 9 თვის ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ბანკებს შორის ენერგეტიკის სექტორზე ყველაზე დიდი - 1.1 მილიარდი ლარის სესხები თიბისი ბანკს აქვს გაცემული. მეორე პოზიციას კი 1.03 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით საქართველოს ბანკი იკავებს.
ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ენერგეტიკის სექტორზე კრედიტები სულ 12 ბანკს აქვს გაცემული, მათი სასესხო პორტფელები ასე ნაწილდება:
# | ბანკი | ენერგეტიკაზე გაცემული საკრედიტო პორტფელის ზომა ლარებში 2024, მესამე კვარტალის მდგომარეობით: |
1 | თიბისი ბანკი | 1,110,736,280 |
2 | საქართველოს ბანკი | 1,032,906,412 |
3 | ბაზისბანკი | 221,346,669 |
4 | ლიბერთი | 72,890,354 |
5 | პაშა ბანკი | 57,109,281 |
6 | იშბანკი | 18,570,214 |
7 | ტერა ბანკი | 16,273,472 |
8 | სილქ ბანკი | 10,688,491 |
9 | პროკრედიტ ბანკი | 8,277,656 |
10 | კრედო ბანკი | 3,321,362 |
11 | ქართუ ბანკი | 3,297,127 |
12 | ხალიკ ბანკი | 2,922,336 |