მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ბანკები უჭერენ მხარს SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე დებიუტს?

SpaceX

ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX საფონდო ბირჟაზე აქციების საჯარო განთავსებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ უკვე შეარჩია ოთხი წამყვანი ამერიკული ბანკი, რომლებიც IPO-ს პროცესს წარმართავენ, მათ შორის იქნებიან: Goldman Sachs, JPMorgan Chase, Morgan Stanley და Bank of America.

გავრცელებული ინფორმაციით, SpaceX მიზნად ისახავს, რომ მისი საბაზრო ღირებულება IPO-ს მომენტისთვის რეკორდულ 1.5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდეს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად აქცევს.

კომპანია IPO-ს მეშვეობით 30 მილიარდ დოლარზე მეტის კაპიტალის მოზიდვას გეგმავს, რაც საჭიროა მარსის კოლონიზაციისა და გლობალური ინტერნეტ-დაფარვის კიდევ უფრო მეტად გაფართოებისთვის.

ამ მომენტისთვის SpaceX კვლავ კერძო კომპანიად რჩება, თუმცა ბანკებთან მოლაპარაკებების დაწყება იმის ნათელი სიგნალია, რომ უოლ-სტრიტი მალე SpaceX-ის ახალ ასპარეზად იქცევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები