მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი დაავადებები იყო გავრცელებული მოსახლეობაში ყველაზე მეტად 2024 წელს? - სტატისტიკა

ჯანდაცვა

2024 წელს ქვეყანაში მოქმედ 2 288 ამბოლატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებაში ექიმთან მიმართვის შემთხვევათა რაოდენობა 2.8%-ით, 15.8 მილიონამდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, აქედან, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში:

  • თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (18.0%);
  • ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები (15.4%);
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები (14.8%);
  • ნერვულისისტემის დაავადებები (13.6%);
  • სასუნთქი სისტემის დაავადებები (11.4%).

ამასთან, ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში აივ ინფექციის ახალ შემთხვევათა რაოდენობასა და მოსახლეობის ტუბერკულოზით ავადობასაც აკვირდება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს შიდსით დაავადების 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3 ერთეულით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შიდსით დაავადებულთა კუმულაციური რიცხოვნობა 10 006 ერთეულით განისაზღვრა. 2024 წელს შიდსით 131 პირი გარდაიცვალა.

2024 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11.7%-ით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 9.2%-ით შემცირდა და 1 311 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები