მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი დეპუტატები გამოვიდნენ ყველაზე მეტი ინიციატივით პარლამენტში? - TI-ს ანგარიში

649d3c369f522
გიგა ბენია
29.06.23 12:13
551
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით 99-მა დეპუტატმა ისარგებლა, საიდანაც ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი დავით უსუფაშვილი (ლელო) და რატი იონათამიშვილი (ქართული ოცნება) არიან.



რაც შეეხება სიტყვით გამოსვლის უფლებას. TI-ის ინფორმაციით, აღნიშნულით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93) ჰქონდათ.

„სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი); პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა)“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782.93 ლარი დაიხარჯა, პარლამენტის 25 წევრს კი 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში 68 704.69 ლარი დაექვითა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა 5093 კითხვა დასვა. ყველაზე მეტი, 1005 კითხვა ანა წითლიძემ დასვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები