19.09.23 19:30
საქართველოს მთავრობას 2023 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შეაქვს, შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, სამინისტროების დაფინანსება 500 მილიონით იზრდება, ამასთან 100 მილიონი ლარით მცირდება საგარეო ვალის მომსახურება, ხოლო ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილი 420 მილიონი ლარით 16.7 მილიარდ ლარამდე იზრდება. მათ შორის ყველაზე მეტად - 346 მილიონი ლარით იზრდება საშემოსავლო გადასახადის გეგმა და ის 5.48 მილიარდ ლარს მიაღწევს.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის გეგმა ასე იცვლება:
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაციის) გეგმა უცვლელია და 350,0 მლნ ლარს შეადგენს.
ასევე ნახეთ::