მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი კომპანია ააშენებს ბორჯომში Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიან სასტუმროს

ბორჯომი

ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი შენდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ დღეს პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

მათივე ინფორმაციით, Wyndham Grand Borjom-ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების - „ნიუ სითი დეველოპმენტის“ და „აპკოს“ მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ნიუ სითი დეველოპმენტი" 2008 წელს არის დაფუძნებული და მისი აქციონერები გოდერძი ფირცხალავა და აკაკი ზერეკიძე არიან. კომპანია დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს თბილისში - ვაშლიჯვარსა და დიღომში, ასევე კომპანია ახორციელებს პროექტს ოქროყანაშიც. კომპანია "აპკო" კი 2021 წელს არის დაფუძნებული. ის კომპანია "ფინვესტ საქართველოს" ეკუთვნის, რომელსაც ნინო მოსიაშვილი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wyndham Grand Borjomi-ის პროექტის განხორციელებისას 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.

პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები