გასართობი ინდუსტრიის გიგანტის, Warner Bros. Discovery-ის სავარაუდო პოტენციური შემსყიდველებიდან სამი ტექნოლოგიური კომპანიაა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის შესყიდვით Netflix-ი, Amazon-ი და Apple არიან დაინტერესებული.
მიმდინარე კვირის დასაწყისში Warner Bros. Discovery-მ გამოაცხადა, რომ კომპანიამ აქციონერთა ღირებულების მაქსიმიზაციის მიზნით, გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და მიღებული შემოთავაზებების განხილვას იწყებდა. გავრცელებული ცნობებით, Warner Brothers-ის შესყიდვით Paramount და Comcast იყვნენ დაინტერესებული, თუმცა მათი შეთავაზების დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა.
როგორც საქმეში ჩახედულმა პირებმა Bloomberg-თან განაცხადეს, WBD-მ Paramount-ის შეთავაზებაზე, აქციაზე $24-ის ოდენობით, უკვე უარი განაცხადა.
Warner Bros. Discovery ფლობს წილს HBO-ში, CNN-ში, DC Studios-სა და Warner Brothers-ის კინოსტუდიაში - ყველა მათგანი პოტენციურად გაყიდვის კანდიდატია. თუმცა ისეთი შემსყიდველის პოვნა, რომელიც WBD-ს სრულად შეიერთებს, როგორც ჩანს, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ უკვე მიიღო თავისი პორტფოლიოს გაყოფის გადაწყვეტილება.




























