მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები აწარმოებენ ყველაზე მეტ EV-ბატარეას? - TECH INFORM

EQS

სხვადასხვა წყაროების თანახმად, 2022 წელს EV-ბატარეების გლობალური ბაზარი $56.4 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ ელექტრომობილებზე მზარდ მოთხოვნასთან ერთად, შეფასებაც საგრძნობლად იმატებს და 2027 წლისთვის, ექსპერტები ამ ინდუსტრიის $135 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებენ. ბაზრის ზომას, ცხადია, ის კომპანიები განაპირობებენ, რომლებიც ამ პროდუქტს ქმნიან. საინტერესოა, რომ ელექტრობატარეების წარმოების მიმართულებით ერთპიროვნული ლიდერი - აზიაა, რადგან ათი უმსხვილესი კომპანია, რომლებზეც ბაზრის 90% მოდის, სწორედ ამ კონტინენტს მიეკუთვნება.

ელექტრობატარეების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი, რომელიც ბაზრის წილის მიხედვითაა დალაგებული, შემდეგნაირად გამოიყურება:

CATL (ჩინეთი) - 34%
LG Energy (სამხრეთ კორეა) - 14%
BYD (ჩინეთი) - 12%
Panasonic (იაპონია) - 10%
SK On (სამხრეთ კორეა) - 7%
Samsung (სამხრეთ კორეა) - 6%
COSMX (ჩინეთი) - 4%

Farasis Energy (ჩინეთი) - 3%
SVOLT Energy (ჩინეთი) - 3%
Envision AESC (ჩინეთი) - 3%

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გლობალური ტენდენცია - ელექტრიფიკაციაა, რომელიც ძველ, არაეფექტიან და ბუნებისთვის საზიანო ბუნებრივ წიაღისეულზე უარს ვამბობთ და განახლებად ენერგიაზე გადავდივართ. ელექტრიფიკაცია შეინიშნება ყველგან, მათ შორის სახლებში, ბიზნესსა და ტრანსპორტში და ამ ბოლო კატეგორიაში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - ელექტრომობილები, რომელთა რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დათვლებით, თუ 2015 წელს, მსოფლიოში 1.5 მილიონი ელექტრომობილი დადიოდა, 2022 წლის ბოლოს ამ რაოდენობამ 26 მილიონი შეადგინა, რაც 17-ჯერ მეტია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები