ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ვენესუელაზე დაწესებული ენერგეტიკული სანქციების ნაწილობრივ გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიებს ვენესუელური ნავთობის მოპოვების, დამუშავების და საერთაშორისო ბირჟაზე გაყიდვის უფლება მიეცემათ, რაც აჩენს შეკითხვას, თუ რომელი კომპანიები იხეირებენ ყველაზე მეტად ამ ცვლილებით?
ვენესუელის მასშტაბით ყველაზე მეტ აქტივებს და ექსკლუზიურ კონტრაქტებს ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი Chevron-ი და ესპანური Repsol Energy ფლობენ. წლების განმავლობაში, Chevron-ი ერთადერთი საერთაშორისო კომპანია იყო, რომელსაც ვენესუელაში ოპერირების უფლება ჰქონდა, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ სანქციების შემსუბუქებით ყველაზე დიდი ფინანსურ სარგებელს სწორედ ის მიიღებს.
ზოგადად, ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბირჟაზე არსებულ ვითარებასთან. ამჟამად ნავთობის ფასს პირდაპირ განსაზღვრავენ საუდის არაბეთის და რუსეთის მთავრობები, რაც ამერიკასა და ევროკავშირს სუსტ პოზიციაში აყენებს, ამიტომაც ვაშინგტონი აქტიურად ცდილობს მიწოდების ალტერნატიული არხების გაჩენას და ბაზრის დივერსიფიცირებას.
ზემოხსენებულ კომპანიებს რაც შეეხებათ, Chevron-ის კაპიტალიზაცია 320 მილიარდ დოლარს აღწევს და ის მსოფლიოს რიგით მესამე უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა. Repsol-ის საბაზრო შეფასება კი $20 მილიარდს შეადგენს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.