დღეს აშშ და ვენესუელა შეთანხმების შესახებ განაცხადებენ. შეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაცია ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიისთვის დაწესებულ სანქციებს შეამსუბუქებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა და ნიკოლას მადუროს მთავრობას შორის მიღწეულ ამ შეთანხმებაზე Washington Post იტყობინება.
ნავთობის დადასტურებული რეზერვებით ვენესუელა მსოფლიოში პირველ ადგილზეა და საუდის არაბეთსაც კი უსწრებს. მსოფლიო ბაზარზე მეტი ვენესუელური ნავთობის მოხვედრა მიწოდების ნაწილში მნიშვნელოვანი შვება იქნება.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების შემსუბუქებაზე მას შემდეგ გამოცხადდება, რაც არჩევნების საკითხზე შეთანხმება იქნება მიღწეული. საუბარია 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების დაშვებაზე. თეთრი სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.