მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას

ჯორჯიან მანგანეზი

2025 წლის სამ თვეში საქართველომ სულ 3.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით მეტია. ელექტროენერგიის მიწოდების სტატისტიკის თანახმად, თელასის/თელმიკოს აბონენტებმა 874 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს, ხოლო ენერგო პრო ჯორჯიას აბონენტებმა კი 1.1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია. ამ ორ კომპანიაზე მთლიანი მოხმარების 53% მოდის. მათ გარდა, აფხაზეთის ელექტრომოხმარება 765 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა.

მათ გარდა, საქართველოში ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად არის რეგისტრირებული 50-ზე მეტი მსხვილი ბიზნესი, რომლებმაც 2025 წლის პირველ კვარტალში სულ 711 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ამ კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელმაც 96.3 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილს იკავებს კომპანია ეიაიტექ სოლუშენი, რომელიც თბილისში გლდანის დატა ცენტრში ბიტკოინის მაინინგით არის დაკავებული, კომპანიამ 61.9 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მესამე ადგილზეა რუსთავის აზოტი 56.4 მილიონი კილოვატ საათის მოხმარებით.

ტოპ 20 კომპანია, რომელმაც 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა:

# კომპანია მოხმარებული ელექტროენერგია მლნ კილოვატ საათი
1 სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 96.3 მლნ. კვტ/სთ
2 შპს ბი ეფ დი სი ჯორჯია / შპს ეიაიტექ სოლუშენი 61.9 მლნ. კვტ/სთ
3 სს რუსთავის აზოტი 56.4 მლნ. კვტ/სთ
4 შპს თი ეფ ზი სერვისის 55.9 მლნ. კვტ/სთ
5 შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 45 მლნ. კვტ/სთ
6 სს საქართველოს რკინიგზა 43 მლნ. კვტ/სთ
7 შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია/ შპს ქართული ცემენტი 42.4 მლნ. კვტ/სთ
8 შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 39.6 მლნ. კვტ/სთ
9 შპს რუსთავის ფოლადი 38.6 მლნ. კვტ/სთ
10 სს ჰუან ჰი ენერჯი/ტექსპრინტ კორპორეიშენი 37.2 მლნ. კვტ/სთ
11 სს RMG Copper 27.4 მლნ. კვტ/სთ
12 შპს აითილებ 24.6 მლნ. კვტ/სთ
13 შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 22.5 მლნ. კვტ/სთ
14 შპს ჯეოსთილი 20 მლნ. კვტ/სთ
15 შპს რუსელოის 7.9 მლნ. კვტ/სთ
16 სს საქართველოს სათბურის კორპორაცია 7.6 მლნ. კვტ/სთ
17 შპს მეტალოლამი 7.4 მლნ. კვტ/სთ
18 შპს ორბი ჯგუფი ბათუმი 7.3 მლნ. კვტ/სთ
19 შპს დატა ჰაბი/ შპს დატა რულს სერვისი 7.2 მლნ. კვტ/სთ
20 სს მინა 6.8 მლნ. კვტ/სთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები