მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას - რეიტინგი

ქარხანა მეტალურგია ფოლადი

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სტატისტიკის თანახმად, ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებმა 1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, თელასის აბონენტებმა კი 830 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს. აფხაზეთის მოხმარებამ კი 837 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ენერგეტიკის სტატისტიკაში ცალკე არის წარმოდგენილი ის მსხვილი კორპორაციები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამურად 702 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. კომპანიებს შორის ყველაზე მეტ ელექტროენერგიას წელსაც ჯორჯიან მანგანეზი მოიხმარდა, რამაც საერთო ჯამში 227 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.

კომპანია

მოცულობა მლნ კვტ საათი

ზრდა/კლება წინა წელთან

ჯორჯიან მანგანეზი და ფეროშენადნობთა ქარხანა 227 -13%
სს რუსთავის აზოტი 65 -2%
შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 47 17%
სს საქართველოს რკინიგზა 46 3%
შპს რუსთავის ფოლადი 45 9%
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია 44 8%
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 35 6%
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 29 12%
სს RMG Copper 26 1%
შპს ჯეოსთილი 22 -17%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები