მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი კომპანიების აქციები და ობლიგაციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული?

6363608666702
გიორგი თოლორდავა
03.11.22 19:00
846
საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

საფონდო ბირჟაზე ამჟამად ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 21 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული, აქედან ოთხ შემთხვევაში საუბარია კომპანიის აქციებზე, ხოლო დანარჩენი 17 - ობლიგაციებია.

დალისტული კომპანიებიდან აქციები გამოშვებული აქვთ: „ლიბერთი ბანკს“, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“, „გრინ დაზღვევასა“ და „საქართველოს ბანკს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილიმა თანამდებობა დატოვა, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნინო ქურდიანი დაინიშნა.

აღნიშნული ცვლილებების ფონზე, საფონდო ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ ოქტომბერში 14 ლარი შეადგინა. გასულ თვეს GSE-ზე ერთადერთი შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი ღირებულება 285 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ იმ კომპანიებს ჩამონათვალს, რომელთაც ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქვთ განთავსებული:




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები