მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი მიწის ნაკვეთები გადასცა მერიამ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორს ადგილმონაცვლეობით?

63a2c58592a19
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.22 12:46
735
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეტის“ მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიას მერია ადგილმონაცვლეობის გზით 2.8 მლნ დოლარის ღირებულების მიწას გადასცემს.

ინვესტორთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტი, რომელიც 2 800 კვ.მ.-ს მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას მოიცავს, საკრებულოში დღეს გადაიგზავნება.

ირაკლი ხმალაძემ ისიც განმარტა, თუ რა ფართობის და ღირებულების მიწა გადაეცა ინვესტორს ადგილმონაცვლეობით.

„თავდაპირველი მოლაპარაკებისას წარმოდგენილი იყო კერძო აუდიტორის შეფასება, რომლითაც მიწის ნაკვეთი 5.7 მლნ დოლარად იყო შეფასებული. მუნიციპალიტეტი ამ ღირებულების მიწის ნაკვეთის მონაცვლეობას ვერ გასწვდებოდა. აქ ყურადღება მისაქცევია რა ღირებულების აქტივი უჯდება მუნიციპალიტეტს, ის გადაწყვეტილება რომელიც 2013 წელს იმდროინდელი მერის მიერ იყო მიღებული. ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკება და დაახლოებით 3 მლნ-ით გავაიაფეთ ეს წინადადება და 2.8 მლნ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოხდა ამ მიწის მონაცვლეობა. კომპანიას 2 მიწის ნაკვეთი გადაეცემა: ერთი ლისის ტბის მიმდებარედ 5 ჰა მიწის ნაკვეთი, მეორე კი 4 000 კვ.მ-ია კრწანისში.

ეს ორი მიწის ნაკვეთი ჯამში 3 მლნ დოლარის ღირებულების არის და სხვაობას 200 000 დოლარს კომპანია მუნიციპალიტეტს აუნაზღაურებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები