მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი პედაგოგები დაჯილდოვდებიან 10 000 ლარით - პრემიერის განმარტება

მას
BM. GE
27.10.23 21:00
90

საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

„საზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია.

თანაც ჩვენი მინისტრის ინიციატივით, თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული, 27 ოქტომბერი, ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის, ჩვენთვის- ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის, დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.

საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები