მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები აფრქვევენ ატმოსფეროში ყველაზე მეტ CO2-ს და სად არის საქართველო - რეიტინგი

კვამლი ატმოსფერო Co2

მსოფლიო ბანკის თანახმად, გლობალური ეკონომიკა ყოველწლიურად თითქმის 38.5 მილიარდ ტონა CO2-ს გამოყოფს. ეს ემისიები პირდაპირ წარმოადგენს თანამედროვე ეკონომიკის თითქმის უხილავ თანამდევ პროდუქტს, რომელიც ბუნებრივი წარმოშობის CO2-თან – ხანძრებიდან, ვულკანებიდან, ჭაობებიდან გაფრქვეულ ნახშირორჟანგთან ერთად ატმოსფეროს ზედა ფენებში გროვდება და სათბურის ეფექტს ამწვავებს. თავის მხრივ , სათბურის ეფექტი გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. რაოდენობრივად რთულია ამ ეფექტის გაზომვა და კლიმატის ცვლილების ტემპის განჭვრეტა, მაგრამ ფაქტია, რომ გლობალური ეკონომიკის დეკარბონიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ნახშირორჟანგის ემისიების ყველაზე დიდ მოცულობას - 12.7 მილიარდ ტონას - ჩინეთის ეკონომიკა აფრქვევს, მეორე ადგილზეა აშშ 4.85 მილიარდი ტონით, მესამეზე - ინდოეთი 2.69 მლრდ ტონით. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აშშ CO2-ის ემისიებს ამცირებს და ის 2005 წელს არსებულთან შედარებით 1 მილიარდი ტონით ნაკლებია, თუმცა ამავე პერიოდში ჩინეთმა CO2-ის ემისიები გააორმაგა, ასევე ზრდის ტენდენციაა ინდოეთშიცც.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ 12 მილიონი ტონა CO2 გააფრქვია, ეს მსოფლიო ემისიების 0.03% იყო.

კარბოემისიები პირდაპირ არის დაკავშირებული ინდუსტრიულ სიმძლავრეებთან. საბჭოთა კავშირის დამხობასთან ერთად საქართველოს ქარხნების საკვამურებიდან ნაცრისფერი გამონაბოლქვის გაფრქვევაც შეწყდა. შედარებისთვის, 1990 წელს ანუ მაშინ სანამ საქართველოში არსებული ქარხნები გაჩერდებოდა, ქვეყნის ემისიების ზომა 34.5 მილიონი ტონა იყო, თუმცა უკვე 2000 წელს ის 5 მილიონ ტონამდე იყო შემცირებული, რაც 7-ჯერ ვარდნას წარმოადგენს, ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე კი ემისიები კვლავ გაიზარდა. თუმცა, საქართველოს მაჩვენებელი ერთ მოსახლეზე კალკულაციით შეადგენს 3.1 ტონას, მაშინ როდესაც გლობალური საშუალოა 4.84 ტონა ერთ მოსახლეზე, ხოლო ევროკავშირის საშუალო 6.32 ტონა გაფრქვეული CO2 ერთ მოსახლეზე. შესაბამისად, ევროკავშირის საშუალოს საქართველო ორჯერ ჩამორჩება.

ქვეყანა/ტერიტორია

კარბოემისიების მოცულობა 2022 წელს მლნ ტონა

ჩინეთი 12,667
შეერთებული შტატები 4,854
ინდოეთი 2,693
რუსეთი 1,909
იაპონია 1,083
საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ემისიები 709.7
ინდონეზია 692.2
ირანი 686.4
გერმანია 673.6
სამხრეთ კორეა 635.5
საუდის არაბეთი 607.9
კანადა 582.1
მექსიკა 487.8
თურქეთი 481.3
ბრაზილია 466.8
საერთაშორისო ავიაცია 420.4
სამხრეთ აფრიკა 405.0
ავსტრალია 393.2
გაერთიანებული სამეფო 340.6
ვიეტნამი 327.9
იტალია 323.0
პოლონეთი 322.0
საფრანგეთი და მონაკო 315.3
ტაილანდი 282.5
მალაიზია 277.5
ტაივანი 275.6
ეგვიპტე 266.0
ესპანეთი 254.4
ყაზახეთი 245.9
არაბთა გაერთიანებული საამიროები 218.8
პაკისტანი 199.3
ერაყი 193.8
არგენტინა 184.0
ალჟირი 177.1
ფილიპინები 155.4
ნიდერლანდები 134.7
უკრაინა 132.5
უზბეკეთი 132.4
ნიგერია 122.8
ქუვეითი 110.1
ბანგლადეში 109.1
კატარი 102.6
ჩეხეთი 101.5
ვენესუელა 96.9
ჩილე 92.9
ომანი 91.7
ბელგია 90.4
კოლუმბია 88.5
რუმინეთი 77.3
მაროკო 72.6
თურქმენეთი 69.9
ლიბია 62.7
ისრაელი 61.8
პერუ 61.6
ავსტრია 61.2
ბელორუსია 57.4
სერბეთი 56.9
საბერძნეთი 56.8
ჩრდილოეთ კორეა 54.4
სინგაპური 53.4
ბულგარეთი 50.1
უნგრეთი 47.3
ეკვადორი 46.1
ნორვეგია 42.3
პორტუგალია 41.3
ბაჰრეინი 38.0
შვედეთი 37.9
ირლანდია 37.8
მიანმარი 37.4
ფინეთი 37.3
აზერბაიჯანი 37.1
შვეიცარია 36.1
ტუნისი 35.9
სლოვაკეთი 35.2
ჰონკონგი 32.4
ახალი ზელანდია 32.4
ტრინიდადი და ტობაგო 29.2
დანია 29.2
სირია 28.2
კუბა 24.8
სუდანი 24.5
განა 24.5
ლიბანი 23.8
იორდანია 23.6
დომინიკის რესპუბლიკა 23.5
მონღოლეთი 22.1
ბოლივია 22.0
ბოსნია და ჰერცოგოვინა 21.8
კენია 21.5
ეთიოპია 21.1
ანგოლა 20.2
ლაოსი 20.1
გვატემალა 20.1
შრი-ლანკა 18.5
კამბოჯა 17.6
ხორვატია 17.2
ტანზანია 17.0
ნეპალი 15.9
კოტ დ'ივუარი 14.5
სლოვენია 14.0
ლიტვა 13.3
პუერტო-რიკო 12.6
იემენი 12.3
სენეგალი 12.1
საქართველოს 12.0
პანამა 11.4
ესტონეთი 10.9
ჰონდურასი 10.6
ტაჯიკეთი 10.6
ყირგიზეთი 10.3
ზიმბაბვე 10.2
კამერუნი 10.1
მოზამბიკი 10.0
პარაგვაი 9.9
ბენინი 9.6
ბრუნეი 9.4
ზამბია 9.3
მოლდოვა 8.7
კოსტა-რიკა 8.6
ურუგვაი 8.5
ჩრდილოეთ მაკედონია 8.3
ბოტსვანა 8.2
ელ სალვადორი 8.0
ლუქსემბურგი 7.6
უგანდა 7.5
კვიპროსი 7.5
კონგო 7.4
მალი 6.7
ლატვია 6.7
სომხეთი 6.3
იამაიკა 6.1
ბურკინა-ფასო 5.8
ნიკარაგუა 5.7
ავღანეთი 5.7
მალავი 5.6
გაბონი 5.5
ახალი კალედონია 5.4
ეკვატორული გვინეა 5.1
პაპუა ახალი გვინეა 4.7
მავრიტანია 4.6
ალბანეთი 4.5
ნამიბია 4.3
მავრიკი 4.3
გვინეა 3.8
გაიანა 3.8
ისლანდია 3.6
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 3.6
ჰაიტი 3.4
სურინამი 3.3
მადაგასკარი 3.2
რეუნიონი 2.7
ნიგერი 2.6
ტოგო 2.4
მაკაო 2.3
მალდივები 2.2
ჩადი 2.1
კურასაო 2.1
მალტა 1.7
ბუტანი 1.7
ფიჯი 1.7
რუანდა 1.6
ლიბერია 1.6
ბაჰამის კუნძულები 1.5
პალაუ 1.4
ესვატინი 1.4
სეიშელის კუნძულები 1.1
სიერა-ლეონე 1.1
კაბო ვერდე 1.0

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები