საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 4.77 მილიარდ დოლარს შეადგენს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ რეზერვებში პირველად შევიდა მონეტარული ოქრო 500 მილიონი დოლარისა და 7 ტონის ოდენობით. სებ-მა რეზერვების სტატისტიკის თანახმად, შესყიდვები მარტსა და აპრილში განახორციელა.
მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ცენტრალური ბანკები ათასობით ტონა ოქროს რეზერვებს ფლობენ. გლობალური ოქროს საბჭოს (WGC) სტატისტიკის თანახმად, ცენტრალური ბანკების საკუთრებაშია 31,900 ტონა ოქრო, რომლის ჯამური ღირებულებაც მიმდინარე ფასებში 2.4 ტრილიონი დოლარია. მათ შორის ყველაზე მეტ - 8,133 ტონა ოქროს ფედერალური სარეზერვო სისტემა ფლობს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 613 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა გერმანია 3,353 ტონა ოქროს რეზერვით, მესამეზე კი 2,452 ტონით იტალიაა. რეიტინგში 7 ტონა ოქროთი საქართველო 74-ე ადგილს იკავებს.
ქვეყანა |
ოქროს რეზერვები |
ღირებულება დოლარში, მიმდინარე ფასში |
ამერიკის შეერთებული შტატები | 8,133 | $613,732,558,072 |
გერმანია | 3,353 | $252,983,411,835 |
იტალია | 2,452 | $185,010,319,739 |
საფრანგეთი | 2,437 | $183,888,263,057 |
რუსეთის ფედერაცია | 2,333 | $176,023,302,201 |
ჩინეთი | 2,235 | $168,677,490,636 |
შვეიცარია | 1,040 | $78,476,055,749 |
იაპონია | 846 | $63,834,989,310 |
ინდოეთი | 804 | $60,636,335,461 |
ნიდერლანდები | 612 | $46,214,096,484 |
თურქეთი | 540 | $40,761,519,765 |
ტაივანი, ჩინეთი | 424 | $31,966,164,901 |
პორტუგალია | 383 | $28,872,397,319 |
უზბეკეთი | 371 | $28,022,743,100 |
პოლონეთი | 359 | $27,065,938,881 |
საუდის არაბეთი | 323 | $24,378,133,972 |
გაერთიანებული სამეფო | 310 | $23,413,783,979 |
ყაზახეთი | 294 | $22,202,687,157 |
ლიბანი | 287 | $21,643,545,260 |
ესპანეთი | 282 | $21,247,392,094 |
ავსტრია | 280 | $21,127,414,278 |
ტაილანდი | 244 | $18,423,763,242 |
სინგაპური | 230 | $17,356,790,715 |
ბელგია | 227 | $17,159,091,421 |
ალჟირი | 174 | $13,096,446,381 |
ფილიპინები | 165 | $12,433,172,794 |
ვენესუელა | 161 | $12,165,297,796 |
ლიბია | 147 | $11,065,878,438 |
ერაყი | 138 | $10,446,370,344 |
ბრაზილია | 130 | $9,783,096,758 |
ეგვიპტე | 126 | $9,505,412,253 |
შვედეთი | 126 | $9,486,547,816 |
სამხრეთ აფრიკა | 125 | $9,463,155,915 |
მექსიკა | 120 | $9,064,739,017 |
საბერძნეთი | 114 | $8,632,366,132 |
სამხრეთ კორეა | 104 | $7,881,561,561 |
რუმინეთი | 104 | $7,818,931,631 |
კატარი | 101 | $7,617,459,450 |
უნგრეთი | 94 | $7,130,002,411 |
ავსტრალია | 80 | $6,025,301,011 |
ქუვეითი | 79 | $5,958,898,195 |
ინდონეზია | 79 | $5,928,715,096 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 74 | $5,555,953,832 |
იორდანია | 71 | $5,371,082,354 |
დანია | 67 | $5,021,712,990 |
პაკისტანი | 65 | $4,879,097,851 |
არგენტინა | 62 | $4,658,761,233 |
ბელორუსია | 54 | $4,076,227,434 |
ფინეთი | 49 | $3,698,938,705 |
კამბოჯა | 42 | $3,206,199,624 |
ბულგარეთი | 41 | $3,083,203,498 |
სერბეთი | 40 | $3,014,536,949 |
მალაიზია | 39 | $2,933,797,161 |
ბოლივია | 35 | $2,625,174,980 |
პერუ | 35 | $2,616,120,051 |
ეკვადორი | 34 | $2,548,962,657 |
სლოვაკეთი | 32 | $2,391,255,968 |
ჩეხეთის რესპუბლიკა | 31 | $2,314,289,067 |
უკრაინა | 27 | $2,041,886,604 |
სირიის არაბული რესპუბლიკა | 26 | $1,948,318,999 |
მაროკო | 22 | $1,669,125,340 |
ავღანეთი | 22 | $1,650,260,903 |
ყირგიზეთი | 22 | $1,627,623,579 |
ნიგერია | 21 | $1,612,532,030 |
ბანგლადეში | 14 | $1,060,181,330 |
კვიპროსი | 13.9 | $1,048,862,668 |
მავრიკი | 12.4 | $937,185,204 |
ირლანდია | 12.0 | $908,511,261 |
განა | 8.7 | $659,500,699 |
ტაჯიკეთი | 8.5 | $638,372,530 |
პარაგვაი | 8.2 | $617,998,939 |
ნეპალი | 8.0 | $602,907,390 |
მიანმარი | 7.3 | $548,577,813 |
საქართველო | 7 | $528,204,221 |
გვატემალა | 6.9 | $519,903,869 |
ჩრდილოეთ მაკედონია | 6.9 | $519,903,869 |
ტუნისი | 6.8 | $516,130,982 |
ლატვია | 6.7 | $502,548,588 |
მონღოლეთი | 6.0 | $455,010,208 |
ლიტვა | 5.8 | $439,164,081 |
კოლუმბია | 4.7 | $353,142,251 |
ბაჰრეინი | 4.7 | $352,387,673 |
მოზამბიკი | 3.9 | $297,303,519 |
ალბანეთი | 3.4 | $258,065,491 |
სლოვენია | 3.2 | $239,201,055 |
არუბა | 3.1 | $234,673,590 |
ლუქსემბურგი | 2.2 | $169,025,351 |
ჰონგ კონგი | 2.1 | $156,952,111 |
ისლანდია | 2.0 | $149,406,337 |
ტრინიდადი და ტობაგო | 2.0 | $147,142,605 |
ომანი | 1.9 | $141,860,562 |
ჰაიტი | 1.8 | $136,578,520 |
იემენი | 1.6 | $117,714,084 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა | 1.5 | $112,432,041 |
სურინამი | 1.5 | $110,168,309 |
სალვადორი | 1.4 | $103,377,112 |
პაპუა ახალი გვინეა | 1.3 | $100,358,802 |
მავრიტანია | 1.0 | $76,966,901 |