მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნები იზიდავენ ყველაზე მეტ უცხოურ ინვესტიციას და სად არის საქართველო

დოლარი

Fitch-ის შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების სუსტი ნაკადი არის მოსალოდნელი - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. Fitch-ი მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს FDI-ის 34.5%-ით, $1.3 მილიარდამდე შემცირება მიუთითებს, რომ ინვესტორთა შორის არსებობს გაზრდილი შეშფოთება საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით, რის გამოც თუკი 2023-ში FDI-ზე საქართველოს მშპ-ის 6.8% მოდიოდა, 2024-ში ის 4%-მდე შემცირდა. Fitch-ი მოელის, რომ 2025-2026 წლებში საქართველოში FDI მშპ-ის მხოლოდ 3.8%-ის ტოლი იქნება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიო ბიზნესის კეთების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევენ, განავითარონ პროექტები საზღვარგარეთ, მათ შორის გამოიყენონ სხვადასხვა ქვეყნების მიერ შემოთავაზებული საგადასახადო თუ ბიზნესის კეთების უპირატესობები და განავითარონ საკუთარი ბიზნესები.

მსოფლიო ბანკის სრულყოფილი მონაცემები, რომლებიც FDI-ის ნაკადებს ასახავს 2023 წლით თარიღდება, ამ წელს მსოფლიოს ქვეყნებმა 820 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია მიიღეს, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, 2022 წელს გლობალური - 1.83 ტრილიონი დოლარი, 2021 წელს კი - 2.38 ტრილიონი დოლარი. მსოფლიოს FDI-ის პიკი 2007 წელს დაფიქსირდა, როდესაც ის 3.1 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ 1.9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, მსოფლიო ბანკის სტატისტიკაში საქართველოზე 2 მილიარდი დოლარის FDI არის მითითებული, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა საქართველოს მსგავსად სხვა ქვეყნებზეც მსოფლიო ბანკის სტატისტიკაში გარკვეული ცდომილებები იყოს, თუმცა უცნობია, რა არის აღნიშნული ცდომილებების მასშტაბი.

ამასთან, მსოფლიოს FDI-ის ბრუნვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ოფშორული ზონები და გლობალური ფინანსური ცენტრები. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კაიმანი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები წარმოადგენენ FDI-ს გამტარს. ასევე ირლანდია, სინგაპური, კვიპროსი, მალტა, პანამა, ჰონკონგი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი თუ შვეიცარია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესების მიერ გამოიყენება როგორც ხელსაყრელი იურისდიქციის ქვეყანა FDI-ის ოპერაციების განხორციელებისთვის.

ამასთან, FDI-ის ნაწილი იმის მიუხედავად რომ ქაღალდზე უცხოურ ინვესტიციად აღირიცხება, ხშირ შემთხვევაში ისევ ლოკალურ ინვესტიციას წარმოადგენს. მაგალითად, მაშინ როდესაც ქართველი ბიზნესმენი ინვესტიციას ახორციელებს პანამური ოფშორის მეშვეობით, ამ დროს ეს ინვესტიცია უცხოურ ინვესტიციად აღირიცხება. ასევე, ინვესტორი ქვეყნების რეიტინგზე დაკვირვებისას შეიძლება გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ინვესტიცია EU-დან შემოდის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნიდერლანდებიდან თუ ლუქსემბურგიდან ინვესტიციების წყარო ნიდერლანდელი ან ლუქსემბურგელი ინვესტორები არ არიან. მაგალითად, თუკი ინდური ჰოლდინგი საქართველოში ქარხანას ყიდულობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული შუამავალი კომპანიის მეშვეობით, ამ დროს FDI-ის სტატისტიკაში საქართველოში ინვესტორ ქვეყნად ნიდერლანდები არის მითითებული, იმის მიუხედავად რომ საბოლოო ინვესტორი ინდური კომპანიაა.

სწორედ ასეთი ოპერაციების გათვალისწინებით, ნიდერლანდები მსოფლიოში #1 ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი გამავალი საინვესტიციო ნაკადები აქვს. 2023 წელს ნიდერლანდების ნეტინვესტიციები (სხვაობა შემომავალ და გამავალ ნაკადებს შორის), მინუს 309 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ირლანდიიდან ნეტ ინვესტიციები მინუს 140 მილიარდი დოლარი, დიდი ბრიტანეთიდან კი მინუს 89 მილიარდი დოლარი იყო. ამდენივე ინვესტიციები გავიდა შვეიცარიიდან, ლუქსემბურგიდან კი 63 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყანას, რომელმაც ყველაზე მეტი FDI მიიღო, ის აშშ-ია, სადაც ნეტ ინვესტიციები 349 მილიარდი დოლარი იყო. ეს აშშ-ის მშპ-ის 1.26%-ია. მეორე ადგილზე 175 მილიარდი დოლარით სინგაპურია (ქვეყნის მშპ-ის 35%), მესამეზე კი ჰონკონგი 122 მილიარდი დოლარით (მშპ-ის 32%), თუმცა თავად ამ ქვეყნებიდან შემდგომში აღნიშნული ინვესტიციები სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდა ინვესტიციებად.

2023 წელს საქართველოს მიერ მიღებული 2 მილიარდი დოლარის FDI ქვეყნის მშპ-ის 6.8%-ს შეადგენდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს FDI 34.5%-ით, 1.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნების შესადარისი 2024 წლის სრული მაჩვენებლები თავად მსოფლიო ბანკს არ აქვს გამოქვეყნებული. 2023 წლის მდგომარეობით კი საქართველო მშპ-სთან მიმართებით FDI-ის ზომით მსოფლიოში 30-ე ადგილზე იყო.

მშპ-სთან FDI-ს ფარდობით #1 ადგილზეა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, სადაც 40 მილიარდი დოლარის ნეტ ინვესტიციები აღინიშნა, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის 26-ჯერ აღემატება. მეორე ადგილზეა კაიმანის კუნძულები, სადაც 28 მილიარდის FDI-ი ამ ქვეყნის მშპ-ის სამჯერ აღემატება. მესამე ადგილზეა მალტა 25 მილიარდით, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის 113%-ია. სამივე ეს ქვეყანა ოფშორულ ზონას წარმოადგენს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, 2023 წელს აზერბაიჯანში მხოლოდ 253 მილიონი დოლარის FDI შევიდა, სომხეთში კი - 580 მილიონი დოლარის. თურქეთის FDI 11 მილიარდი დოლარი იყო, რუსეთის ფედერაციიდან კი FDI-ის გამავალი ნაკადი აღინიშნა მინუს 10 მილიარდი დოლარის ოდენობით. უკრაინაში კი - პირიქით ნეტ ინვესტიციები 4.7 მილიარდი დოლარი იყო. შესაბამისად, უკრაინაში საომარი მოქმედებების მიუხედავად, ინვესტიციები კვლავ ხორციელდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიოს გარშემო, დალაგებულია ამ ქვეყნების მშპ-სთან მიმართებით - მსოფლიო ბანკი

# ქვეყნის სახელი FDI მშპ-სთან მიმართებით 2023 წელს მთლიანი FDI 2023 წელს
1 ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 2648.70% $39,889,381,820
2 კაიმანის კუნძულები 394.07% $28,134,155,040
3 მალტა 112.63% $25,147,936,925
4 სინგაპური 34.95% $175,241,466,624
5 ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, ჩინეთი 32.03% $121,985,594,745
6 ნამიბია 18.58% $2,294,376,189
7 ლიბერია 17.56% $744,581,110
8 პალაუ 16.97% $47,816,750
9 გრენადა 16.71% $220,002,714
10 ანტიგუა და ბარბუდა 16.13% $327,939,064
11 სენეგალი 15.53% $4,789,996,739
12 ბაჰრეინი 14.84% $6,839,627,660
13 ესტონეთი 12.96% $5,350,805,152
14 მოზამბიკი 12.81% $2,683,506,271
15 მალდივები 11.63% $766,835,024
16 ომანი 11.48% $12,488,946,684
17 ლაოსი 11.24% $1,781,176,779
18 სეიშელის კუნძულები 11.19% $239,706,294
19 მონღოლეთი 11.06% $2,247,573,670
20 კამბოჯა 9.35% $3,958,792,379
21 გამბია 8.70% $208,372,222
22 კოსოვო 8.68% $908,658,507
23 მავრიტანია 7.96% $848,351,730
24 დომინიკა 7.28% $47,612,624
25 მონტენეგრო 6.98% $525,868,957
26 ჩადი 6.95% $913,332,720
27 სენტ-ვინსენტი და გრენადინები 6.94% $74,007,579
28 ნიკარაგუა 6.90% $1,230,100,000
29 ალბანეთი 6.88% $1,620,982,551
30 საქართველო 6.78% $2,085,707,951
31 ჩილე 6.48% $21,737,835,925
32 კაბო ვერდე 6.26% $158,735,895
33 სომალი 6.17% $676,500,000
34 უგანდა 6.13% $2,991,180,000
35 ნიგერი 6.10% $1,025,552,444
36 სერბეთი 6.07% $4,937,541,972
37 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 5.97% $30,687,540,000
38 გაბონი 5.94% $1,150,733,280
39 გვინეა 5.89% $1,307,980,000
40 კოსტა რიკა 5.42% $4,687,479,758
41 ისლანდია 5.21% $1,632,083,782
42 მავრიკი 5.19% $759,821,260
43 სენტ-ლუსია 5.08% $123,398,722
44 სოლომონის კუნძულები 4.83% $78,895,436
45 ლიტვა 4.80% $3,831,114,464
46 კოლუმბია 4.62% $16,794,082,729
47 ვიეტნამი 4.31% $18,500,000,000
48 პოლონეთი 4.24% $34,316,000,000
49 კიურასაო 4.16% $136,602,564
50 კონგოს რესპუბლიკა 4.09% $626,473,710
51 ჩრდილოეთ მაკედონია 4.07% $641,500,343
52 ლატვია 4.00% $1,689,068,344
53 ბულგარეთი 3.96% $4,058,310,000
54 ხორვატია 3.96% $3,341,914,871
55 დომინიკის რესპუბლიკა 3.91% $4,750,500,000
56 ბოსნია და ჰერცეგოვინა 3.76% $1,035,178,227
57 არგენტინა 3.69% $23,866,141,440
58 მაკაუ, ჩინეთი 3.59% $1,643,374,735
59 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 3.58% $2,375,258,887
60 ყირგიზეთი 3.51% $490,400,000
61 ბოცვანა 3.43% $665,417,580
62 მალი 3.40% $702,559,730
63 პორტუგალია 3.37% $9,733,669,985
64 ბარბადოსი 3.35% $224,900,000
65 ჯიბუტი 3.34% $137,009,451
66 რუანდა 3.26% $459,166,412
67 ჰონდურასი 3.16% $1,086,111,945
68 სიერა-ლეონე 3.15% $201,800,561
69 შვედეთი 3.08% $18,016,399,579
70 ლიბანი 3.00% $655,437,382
71 ისრაელი 2.94% $15,110,600,000
72 სენტ-კიტსი და ნევისი 2.93% $30,905,808
73 ბრაზილია 2.87% $62,441,880,090
74 პანამა 2.79% $2,326,839,513
75 სინტ მარტენი (ჰოლანდიური ნაწილი) 2.78% $45,267,218
76 ბელარუსი 2.77% $1,992,107,728
77 სან-ტომე და პრინსიპი 2.72% $18,442,030
78 ესპანეთი 2.65% $42,953,066,298
79 მადაგასკარი 2.63% $414,540,970
80 უკრაინა 2.56% $4,572,000,000
81 ეგვიპტე 2.48% $9,840,600,000
82 რუმინეთი 2.48% $8,708,794,315
83 ნორვეგია 2.41% $11,712,070,645
84 სომხეთი 2.41% $580,365,079
85 ჩეხეთი 2.40% $8,225,354,599
86 ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები 2.33% $32,659,570
87 მიანმარი 2.28% $1,520,172,000
88 თურქმენეთი 2.27% $1,378,312,080
89 ბაჰამები 2.25% $322,456,455
90 კოტ-დ’ივუარი 2.22% $1,752,557,290
91 ბენინი 2.20% $433,851,310
92 მოლდოვა 2.16% $357,200,000
93 საუდის არაბეთი 2.14% $22,803,498,161
94 უზბეკეთი 2.12% $2,156,350,919
95 სლოვენია 2.09% $1,447,634,542
96 ფილიპინები 2.09% $9,116,297,668
97 ყაზახეთი 2.07% $5,437,312,391
98 ტანზანია 2.06% $1,627,034,507
99 ეთიოპია 1.99% $3,262,966,284
100 მალაიზია 1.98% $7,918,601,050
101 კანადა 1.96% $42,076,242,120
102 საბერძნეთი 1.94% $4,722,066,764
103 იამაიკა 1.94% $376,524,958
104 ბერმუდა 1.92% $156,440,000
105 ავსტრალია 1.89% $32,619,020,577
106 ელსალვადორი 1.88% $638,117,024
107 კირიბატი 1.83% $5,110,623
108 იტალია 1.83% $42,019,753,074
109 განა 1.73% $1,319,315,615
110 მექსიკა 1.69% $30,213,854,856
111 ფიჯი 1.67% $91,017,170
112 კამერუნი 1.67% $821,546,383
113 იორდანია 1.65% $842,816,901
114 მალავი 1.60% $203,252,808
115 ზიმბაბვე 1.58% $557,873,000
116 ინდონეზია 1.57% $21,543,358,781
117 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.52% $38,742,450
118 გვატემალა 1.52% $1,583,156,540
119 ტუნისი 1.50% $727,083,940
120 პერუ 1.46% $3,918,253,337
121 ახალი ზელანდია 1.42% $3,592,037,225
122 პარაგვაი 1.34% $575,982,133
123 ქუვეითი 1.29% $2,114,603,345
124 ბურუნდი 1.29% $34,127,984
125 ტაილანდი 1.27% $6,516,045,720
126 აშშ 1.26% $348,784,000,000
127 ტაჯიკეთი 1.17% $140,579,837
128 გვინეა-ბისაუ 1.16% $23,799,690
129 ეკვატორიული გვინეა 1.15% $141,780,890
130 დანია 1.12% $4,576,876,843
131 თურქეთი 0.98% $10,951,000,000
132 სამხრეთ აფრიკა 0.90% $3,442,331,506
133 სამხრეთ კორეა 0.89% $15,178,400,000
134 შრი-ლანკა 0.84% $711,826,200
135 ვანუატუ 0.82% $9,268,550
136 ინდოეთი 0.79% $28,078,983,530
137 მარშალის კუნძულები 0.79% $2,039,470
138 მოროკო 0.76% $1,095,981,206
139 სამხრეთი აზია 0.74% $33,176,800,365
140 მსოფლიო 0.74% $820,399,284,999
141 კენია 0.67% $728,766,609
142 ვენესუელა 0.67% $688,000,000
143 ესვატინი 0.63% $28,132,551
144 პაკისტანი 0.61% $2,048,000,000
145 დასავლეთი სანაპირო და ღაზა 0.59% $103,535,364
146 ავსტრია 0.57% $2,924,935,669
147 ბურკინა-ფასო 0.54% $109,438,755
148 ბოლივია 0.53% $240,143,402
149 ბელიზი 0.52% $16,037,531
150 ნიგერია 0.51% $1,872,520,530
151 ალჟირი 0.49% $1,216,010,864
152 იაპონია 0.49% $20,440,829,347
153 გერმანია 0.43% $19,515,498,092
154 კომოროსი 0.40% $5,352,755
155 ტოგო 0.37% $33,590,550
156 ირანი 0.35% $1,422,333,330
157 აზერბაიჯანი 0.35% $252,836,000
158 ეკვადორი 0.34% $409,452,349
159 ბანგლადეში 0.34% $1,484,418,066
160 ზამბია 0.31% $85,907,330
161 საფრანგეთი 0.29% $8,803,377,982
162 პაპუა-ახალი გვინეა 0.27% $82,576,809
163 ტუვალუ 0.27% $166,290
164 სამოა 0.26% $2,395,915
165 ჩინეთი 0.24% $42,727,679,407
166 ნეპალი 0.18% $74,821,496
167 ჰაიტი 0.12% $23,647,920
168 ბუტანი 0.00% $11,916,048
169 ახალი კალედონია 0.00% $687,249,680
170 ტონგა 0.00% $4,926,185
171 ერიტრეა 0.00% $2,070,380
172 სამხრეთ სუდანი 0.00% -$6,335,000
173 ფრანგული პოლინეზია 0.00% -$6,496,060
174 ფინეთი -0.12% -$341,091,562
175 ქატარი -0.22% -$474,175,824
176 სლოვაკეთი -0.25% -$327,742,482
177 ბრუნეი -0.34% -$50,992,640
178 ბელგია -0.43% -$2,776,119,887
179 რუსეთის ფედერაცია -0.50% -$10,045,103,795
180 ლესოთო -1.21% -$25,647,817
181 სურინამი -1.54% -$53,096,300
182 ევროპის კავშირი -1.84% -$341,646,931,108
183 ერაყი -2.14% -$5,363,500,000
184 ტიმორ-ლესტე -2.41% -$50,105,695
185 ანგოლა -2.50% -$2,119,632,186
186 გაერთიანებული სამეფო -2.65% -$89,474,261,725
187 არუბა -3.77% -$137,459,365
188 ტრინიდადი და ტობაგო -5.68% -$1,555,474,291
189 გაიანა -6.61% -$1,135,036,126
190 ურუგვაი -7.10% -$5,480,769,093
191 შვეიცარია -10.05% -$88,899,521,142
192 კვიპროსი -10.51% -$3,562,882,563
193 ირლანდია -25.39% -$139,972,323,560
194 ნიდერლანდები -26.77% -$309,007,494,869
195 უნგრეთი -34.01% -$72,234,232,901
196 ლუქსემბურგი -73.24% -$62,807,620,780

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები