დიზელის საწვავი გლობალური ეკონომიკის, ლოგისტიკისა და მრეწველობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რადგან თითქმის ყველა მსხვილი კომერციული დანიშნულების ტრანსპორტი თუ სპეც. ტექნიკა სწორედ დიზელის საწვავს იყენებს.
მსოფლიოში მისი წარმოება პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნების ნავთობგადასამუშავებელ სიმძლავრეებთან და მოპოვების მასშტაბებთან. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ლიდერ პოზიციებს იკავებენ ის სახელმწიფოები, რომლებიც ფლობენ უმსხვილეს ინდუსტრიულ ბაზებს ან არიან ნედლი ნავთობის მთავარი მომპოვებლები და ექსპორტიორები.
ტოპ 10 ქვეყნის საწარმოო მაჩვენებლები დღიური და წლიური მოცულობებით ასეთია:
- აშშ – 5.20 მლნ ბარელი დღეში (1.90 მლრდ ბარელი წელიწადში)
- ჩინეთი – 4.10 მლნ ბარელი დღეში (1.50 მლრდ ბარელი წელიწადში)
- ინდოეთი – 1.85 მლნ ბარელი დღეში (675 მლნ ბარელი წელიწადში)
- რუსეთი – 1.75 მლნ ბარელი დღეში (638 მლნ ბარელი წელიწადში)
- საუდის არაბეთი – 1.30 მლნ ბარელი დღეში (474 მლნ ბარელი წელიწადში)
- სამხრეთ კორეა – 1.00 მლნ ბარელი დღეში (365 მლნ ბარელი წელიწადში)
- იაპონია – 0.85 მლნ ბარელი დღეში (310 მლნ ბარელი წელიწადში)
- ბრაზილია – 0.75 მლნ ბარელი დღეში (273 მლნ ბარელი წელიწადში)
- კანადა – 0.65 მლნ ბარელი დღეში (237 მლნ ბარელი წელიწადში)
- გერმანია – 0.55 მლნ ბარელი დღეში (200 მლნ ბარელი წელიწადში)
























