აგრიკულტურა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საჭირო საქმიანობაა. სოფლის მეურნეობის სექტორი საზოგადოების საყრდენი ფუნდამენტია, რომლის გარეშე, დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელდება შეუძლებელია, ამიტომ სურსათის წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას სახელმწიფოები უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებენ.
თავისი კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, გლობალურ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი იკლებს და ამ სექტორში ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები ადამიანი საქმდება, რაც ტექნოლოგიური პროგრესით, გენმოდიფიცირებით და წარმოების ეფექტიანი მეთოდების შექმნით არის განპირობებული.
გლობალურ მშპ-ში დაღმავალი წილის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა არაერთი სახელმწიფოსათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს კი ამ სექტორის ლიდერების რეიტინგს გაგაცნობთ:
1) ჩინეთი
წლიური მოცულობა: $1.3 ტრლნ
მშპ-ში წილი: 7.3%
მუშახელის 24%
წამყვანი პროდუქტები: ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი, ბოსტნეული და თევზი.
2) ინდოეთი
წლიური მოცულობა: $550 მლრდ
მშპ-ში წილი: 18%
მუშახელის 43%
წამყვანი პროდუქტები: რძე, პარკოსნები, ბრინჯი, ხორბალი და სანელებლები.
3) აშშ
წლიური მოცულობა: $250 მლრდ
მშპ-ში წილი: 1%
მუშახელის 1.3%
წამყვანი პროდუქტები: სიმინდი, სოიო, ხორბალი, ბამბა და ხორცი.
4) ბრაზილია
წლიური მოცულობა: $180 მლრდ
მშპ-ში წილი: 6.8%
მუშახელის 9%
წამყვანი პროდუქტები: შაქრის ლერწამი, სოიო, ყავა, ფორთოხალი და ხორცი.
5) რუსეთი
წლიური მოცულობა: $100 მლრდ
მშპ-ში წილი: 4.5%
მუშახელის 6%
წამყვანი პროდუქტები: ხორბალი, ქერი, მზესუმზირა და შაქრის ჭარხალი.




























