საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 320.6 მლნ აშშ დოლარი (871.6 მლნ ლარი) შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8%-ით (28.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მონაცემზე.
გასული თვის განმავლობაში საქართველომ ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ აშშ-დან გადმოირიცხა, რაც 61 მილიონ დოლარს შეადგენდა. აშშ-დან გზავნილების ზრდა 11%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა იტალია 55 მილიონი დოლარით (მატება 10%), მესამეზე კი რუსეთია 38 მილიონი დოლარის გზავნილებით, საიდანაც გადმორიცხული თანხა წლიურად 1%-ით გაიზარდა.
2026 წლის მარტში ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
| # | ქვეყანა | მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | აშშ | $61 მილიონი; | 11% |
| 2 | იტალია | $55 მილიონი; | 10% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $38 მილიონი; | 1% |
| 4 | გერმანია | $28 მილიონი; | 16% |
| 5 | საბერძნეთი | $27 მილიონი; | 10% |
| 6 | ისრაელი | $27 მილიონი; | 25% |
| 7 | თურქეთი | $12 მილიონი; | 34% |
| 8 | ესპანეთი | $9 მილიონი; | 26% |
| 9 | საფრანგეთი | $7 მილიონი; | 18% |
| 10 | ყაზახეთი | $6 მილიონი. | -2% |
2026 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.7 მლნ აშშ დოლარი ( 99.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის მარტის ( 32.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5 % -ით მეტია.



























