2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი გზავნილი კვლავინდებურად აშშ-დან გადმოირიცხა 58 მილიონი დოლარის ოდენობით, საიდანაც ზრდა 8%-ს შეადგენს. იტალიიდან გზავნილები 53 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც გზავნილები 6%-ით არის გაზრდილი, რუსეთიდან კი აპრილში 42 მილიონი დოლარიო გადმოირიცხა, საიდანაც გზავნილების ზრდა 5%-ია.
| # | ქვეყანა | ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) | ზრდა/კლება |
| 1 | აშშ | $58.3 მილიონი; | 8% |
| 2 | იტალია | $53.42 მილიონი; | 6% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $42.06 მილიონი; | 5% |
| 4 | გერმანია | $28.61 მილიონი; | 15% |
| 5 | ისრაელი | $27.24 მილიონი; | 23% |
| 6 | საბერძნეთი | $25.44 მილიონი; | 3% |
| 7 | თურქეთი | $11.57 მილიონი; | 34% |
| 8 | ესპანეთი | $8.75 მილიონი; | 11% |
| 9 | ყაზახეთი | $8.05 მილიონი; | 13% |
| 10 | საფრანგეთი | $6.36 მილიონი; | 16% |
2026 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მლნ აშშ დოლარი (94.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის აპრილის (31.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.




























