მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან, რომელი საქონლის იმპორტი გაიზარდა/შემცირდა 2024 წლის 8 თვეში?

იმპორტი

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3%-ით გაიზარდა და 14.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აქედან, ექსპორტი 4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი, 10.5 მლრდ აშშ დოლარი.

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში იმპორტის მთავარი მასტიმულირებელი, მსუბუქი ავტომობილების ზრდის ტემპი შემცირებულია.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2024 წლის იანვარ-აგვისტოს იმპორტის მიხედვით

  • თურქეთი - 1.761 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 6.9%);
  • აშშ - 1.186 მლრდ აშშ დოლარი (კლება 13.5%);
  • რუსეთი - 1.167 მლრდ აშშ დოლარი (კლება 4.8%);
  • ჩინეთი - 1.032 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 22.3%);
  • გერმანია - 768 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 22.1%);
  • აზერბაიჯანი - 372 მლნ აშშ დოლარი (კლება 9.7%);
  • იაპონია - 334 მლნ აშშ დოლარი (კლება 14.5%);
  • იტალია - 273 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 9.4%);
  • პოლონეთი - 202.3 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 15.7%);
  • საფრანგეთი - 201.6 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 9.5%).

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში

  1. მსუბუქი ავტომობილები - 1.9 მლრდ აშშ დოლარი (კლება 10.9%);
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 880.6 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 23%);
  3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 416.1 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 17.3%);
  4. ნავთობის აირები - 258.7 მლნ აშშ დოლარი (კლება 15.1%);
  5. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 210 მლნ აშშ დოლარი ( 93.1%);
  6. სატელეფონო აპარატები - 201 მლნ აშშ დოლარი (კლება 16.2%);
  7. სატვირთო ავტომობილები - 138.6 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 31.6%);
  8. ფოლადის ნახშირბადიანი წნელები - 112 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 41.7%);
  9. სიგარები და სიგარილები - 103 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 1.5%);
  10. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 92 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 8%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები