მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს?

ტანკერი ნავთობი

2024 წლის რვა თვეში საქართველომ უცხოეთიდან 881 მილიონი დოლარის ღირებულების 1.04 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 23%-ით, რაოდენობრივად კი 37%-ით მეტია.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველომ წელს 16%-ით შეამცირა ნავთობის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან რამაც 365 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ კლების მიუხედავად, საქართველოს ნავთობის იმპორტის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთის ფედერაციაა, რაც მთლიანი იმპორტის 41%-ს შეადგენს. სანაცვლოდ კი გაზრდილია იმპორტი ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან რის შედეგადაც ნავთობის მოწოდების ბაზარი წელს უფრო დივერსიფიცირებული გახდა.

რომელი ქვეყნებიდან შეიძინა საქართველომ ნავთობპროდუქტები 2024 წლის რვა თვეში:

  1. რუსეთი - $365 მილიონი, 477 ათასი ტონა, კლება წინა წელთან 16%, წილი იმპორტში 41%;
  2. ბულგარეთი - $106 მილიონი, 117 ათასი ტონა, ზრდა წინა წელთან 727%, წილი იმპორტში 12%;
  3. რუმინეთი - $93 მილიონი, 109 ათასი ტონა, კლება წინა წელთან 7%, წილი იმპორტში 11%;
  4. აზერბაიჯანი - $71 მილიონი, 90 ათასი ტონა, ზრდა წინა წელთან 62%, წილი იმპორტში 8%;
  5. თურქეთი - $45 მილიონი, 41 ათასი ტონა, ზრდა წინა წელთან 146%, წილი იმპორტში 5%.

სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ საქართველოდან გაზრდილია ნავთობის რეექსპორტი. 2024 წლის რვა თვეში უცხოეთში საქართველოდან სულ 62 მილიონი დოლარის ღირებულების 94 ათასი ტონა ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 76%-ით მეტია, ხოლო ექსპორტის მოცულობა სამჯერ არის გაზრდილი.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან წელს ყველაზე მეტი - 21 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნიდერლანდებში განხორციელდა, შემდეგ ადგილებს 11.9 და 11.8 მილიონი დოლარის ექსპორტით სომხეთი და აზერბაიჯანი იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები