საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მიერ წარმოებული სხვადასხვა ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა Visual Capitalist-მა 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკების პროგნოზი შემოგვთავაზა, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ეკონომიკა, საშუალოდ, 2.9%-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები აზიისა და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებს ეკუთვნის.
2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკების რეიტინგი:
- მაკაო - 27.2%
- გაიანა - 26.6%
- პალაუ - 12.4%
- ნიგერი - 11.1%
- სენეგალი - 8.8%
- ლიბია - 7.5%
- რუანდა - 7.0%
- კოტ-დ'ივუარი - 6.6%
- ბურკინა-ფასო - 6.4%
- ბენინი - 6.3%
- ინდოეთი - 6.3%
- გამბია - 6.2%
- ეთიოპია - 6.2%
- კამბოჯა - 6.1%
- ტანზანია - 6.1%
- ბანგლადეში - 6.0%
- ჯიბუტი - 6.0%
- ბურუნდი - 6.0%
- ფილიპინები - 5.9%
- ვიეტნამი - 5.8%
აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები მაკაოში, პალაუსა და ინდოეთშია ნავარაუდები. აღსანიშნავია, რომ მაკაოს ეკონომიკა ქვეყნის ტურიზმზეა დამოკიდებული, რაზეც მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-იანი წილი მოდის. პალაუ კი 340 კუნძულისგან შემდგარი ქვეყანაა, რომლის მშპ-შიც ტურიზმს 40%-იანი წილი უჭირავს.
რაც შეეხება სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებს, ისინი 20-ქვეყნიანი რეიტინგის ნახევარს იკავებენ და მათი ეკონომიკური ზრდა ბუნებრივი რესურსების, ნავთობის მოპოვებაზეა დამოკიდებული.