მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი რეისები უქმდება/შესრულდება 28 თებერვალს - საქართველოს რკინიგზის განცხადება

რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, ხვალ 28 თებერვალს რომელი რეისები გაუქმდება და შესრულდება.

"ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ 28 თებერვალს შესრულდება შემდეგი რეისები:

№802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;№804/803

თბილისი-ბათუმი-თბილისი;

ასევე 28 თებერვალს, უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რესი:

№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;

№3874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი;

№618/617 თბილისი-ბირჯომი-თბილისი;

№686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები