საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ყოველდღიურად 2,400-მდე სატვირთო შემოდის, აქედან ნახევარზე მეტი - 1,400 ტრაილერი საქართველოში სატრანზიტო მიზნით შემოდის, დანარჩენები კი საქართველოს იმპორტის და ექსპორტის ოპერაციებს ემსახურებიან.
საქართველოს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს თურქეთთან, შესაბამისად, საქართველოს ყველაზე დატვირთული საბაჟო გამშვები პუნქტი სარფია, რომელსაც საქართველოს მიმართულებით დღეში 660 ტრაილერი კვეთს, ხოლო საქართველოდან თურქეთისკენ დღეში 480 ტრაილერი გადადის.
2024 წელს საქართველოში შემოსული ტრაილერების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა და 876,000-ს მიაღწია, რაც შეეხება სატრანზიტო ტრაილერების რიცხვს, ის ჯამურად 513,000-ს შეადგენდა, რაც წლიურად 1.4%-ით არის შემცირებული. საქართველო სატრანზიტო ტრაილერებს სპეციალურ გზათსარგებლობის მოსაკრებელს ახდევინებს, რომლიდან მიღებული თანხა გასულ წელს 179.4 მილიონი ლარი იყო.
სასაზღვრო გამშვები პუნქტების რეიტინგი ტრაილერების მოძრაობის სტატისტიკის მიხედვით, შემდეგია:
| სასაზღვრო გამშვები პუნქტი | შემოსვლა | გასვლა |
| სარფი | 241,160 ტრაილერი; | 175,428 ტრაილერი; |
| ყაზბეგი | 200,554 ტრაილერი; | 169,986 ტრაილერი; |
| წითელი ხიდი | 141,518 ტრაილერი; | 154,865 ტრაილერი; |
| სადახლო | 89,041 ტრაილერი; | 93,764 ტრაილერი; |
| კარწახი | 64,335 ტრაილერი; | 93,381 ტრაილერი; |
| ნინოწმინდა | 40,957 ტრაილერი; | 35,751 ტრაილერი; |
| ცოდნა | 37,823 ტრაილერი; | 61,475 ტრაილერი; |
| გუგუთი | 29,651 ტრაილერი; | 34,001 ტრაილერი; |
| ვალე | 27,042 ტრაილერი; | 46,845 ტრაილერი; |
| ფოთის პორტი | 2,291 ტრაილერი; | 2,217 ტრაილერი; |
| ბათუმის პორტი | 1,308 ტრაილერი; | 2,001 ტრაილერი; |
| ახკერპი | 8 ტრაილერი; | 9 ტრაილერი; |
| ყველა პუნქტი ერთად | 875,688 ტრაილერი; | 869,723 ტრაილერი; |




























