2023 წელი ჯერაც არ დასრულებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე ვნახეთ რამდენიმე მასშტაბური მრავალმილიარდიანი გარიგება, რომელიც ნამდვილად შევა ისტორიაში.
2023 წლის უმსხვილეს გარიგებად, ამ ეტაპზე, ნახევარგამტარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Broadcom-ის მიერ ქლაუდ-ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე ამერიკული VMWare-ის შესყიდვა ითვლება, რომელიც $69 მილიარდის მოცულობისაა.
აღნიშნული გარიგების დეტალები ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში გასაჯაროვდა, მაგრამ ტრაზაქციის დახურვა 2023 წლის ოქტომბერში იგეგმება, რადგან, მოგეხსენებათ, მსხვილი საერთაშორისო გარიგებები, როგორც წესი, დროში საკმაოდ გაწელილია.
VMWare-ი კომპიუტერული პროგრამებისა და ქლაუდ-სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია, ამ ეტაპზე, $73.5 მილიარდს აღემატება.
საპირწონედ ამისა, განტოლების მეორე მხარეს კი, ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული ბაზრის გიგანტ Broadcom-ს ვხვდებით, რომელიც კონკურენციას ისეთ დიდ კომპანიებს უწევს, როგორებიცაა Cisco და Qualcomm-ი. Broadcom-იც, ცხადია, საჯაროდ დალისტული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $355 მილიარდს აღემატება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.